16 ივნისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დღისით უმეტესად უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +13, +18°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით+26, +31°; მაღალმთაში ღამით +6, +11°, დღისით +23, +28°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი,  შესაძლებელია სეტყვა. […]

ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის: „დავბრუნდები უფრო ძლიერი, უფრო ბრძენი და უფრო საშიში… განმეორებითი მატჩი გვექნება“

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და ჯასტინ გეიჯის მიმართავს. „ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი… და ეს მართლაც გააკეთე. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალით მხედველობა წამართვი, ხოლო მეორე რაუნდის ბოლოს – მარცხენა თვალშიც. არანაირი გამართლება. ჩემი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი პერიოდი მქონდა. რინგზე შესანიშნავ ფორმაში, მზადყოფნითა და თავდაჯერებით გავედი. […]

“აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება”-TRT

Editor Dali
0
თურქეთის სახელმწიფო ტელერადიომაუწყებლობის კორპორაციის (TRT – Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „აშშ-ის უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ პროტესტი იზრდება“, რომელსაც მცირეოდენი შემოკლებით გთავაზობთ: ამერიკის შეერთებული შტატების მრავალი უნივერსიტეტი, ბიუჯეტის შემცირებასთან ბრძოლის პარალელურად, ხელოვნური ინტელექტის კომპანიებთან მილიონობით დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებს აფორმებს. კალიფორნიის უნივერსიტეტმა, ბიუჯეტის სერიოზული შეზღუდვების მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის კომპანიასთან ჩატბოტის შესახებ შეთანხმება […]

“აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს: “მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები! დაე, ნავთობი მდინარესავით მოდიოდეს!”-BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) აქვეყნებს სარედაქციო სტატიას სათაურით „აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს: „მსოფლიოს გემებო, ჩართეთ ძრავები! დაე, ნავთობი მდინარესავით მოდიოდეს!“, რომელშიც გამოხატულია პოზიტიური დამოკიდებულება ახლო აღმოსავლეთში, სპარსეთის ყურის რეგიონში ომის შეწყვეტის თაობაზე. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: პაკისტანმა გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება აშშ-სა და ირანს შორის რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. თავის მხრივ, დონალდ ტრამპმაც […]

კინოდაჯილდოება “ელისო” 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია

Editor Dali
0
მთავარია გჯეროდეს – ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ ამ რწმენით პრემია „ელისოს“ ერთგული მხარდამჭერია თიბისი. ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართა კინოკონკურსის მიზანია ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერა. კინოპრემია „ელისო“ 2026 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფისტები, ტრადიციულად 14 ივნისს გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში გამოვლინდნენ. ქართველი და საერთაშორისო კინოპროფესიონალებისგან […]

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება

Editor Dali
0
რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება Tbilisi Open Air 2026 წელს 4 და 5 ივლისს, ტრადიციულად, ლისის საოცრებათა ქვეყანაში გაიმართება. ფესტივალის სტუმრები, სამ განსხვავებულ სცენაზე, შეხვდებიან Slowdive, Bedford Falls, Hooverphonic, Molchat Doma და სხვა უცხოელ და ქართველ გამორჩეულ მუსიკოსებს. იხილეთ არტისტების სრული ჩამონათვალი. თიბისი,  Tbilisi Open Air-ის დაარსების დღიდან მისი მთავარი მხარდამჭერია და Altervision Group-თან ერთად ქართულ […]