1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 719-ს მიაღწია

0

ვენესუელის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 719-მდე გაიზარდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 269-ით მეტია.

მიუხედავად იმისა, რომ სამაშველო სამუშაოები შეუფერხებლად გრძელდება, სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ამ ორშაბათს, ჩრდილოეთ ვენესუელაში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კვლავ დაფიქსირდა, თუმცა, საბედნიეროდ, ახალ ბიძგებს ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება დაზარალებულ ლა-გუაირას შტატს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, ინფრასტრუქტურის აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. კერძოდ, აღდგენილია ელექტრომომარაგების 75%, წყალმომარაგების 68%, ხოლო საგზაო ინფრასტრუქტურის 90%.