1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა
Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა

Euronews: ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა

0

ახალი ანგარიშის თანახმად, 2026 წლის პირველ თვეებში რუსეთიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის იმპორტი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ბლოკმა ოფიციალურად დაიწყო რუსულ ბუნებრივ აირზე უარის თქმის ისტორიული პროცესი, – წერს Euronews-ი.

ევროკავშირმა 2027 წლის დასაწყისისთვის რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აკრძალა, თუმცა დაუშვა გამონაკლისები უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის.

თუმცა, ევროკავშირის ენერგეტიკის მარეგულირებელთა სააგენტოს (ACER) ოთხშაბათს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში რუსული გაზის იმპორტი შემცირების ნაცვლად გაიზარდა: მილსადენით იმპორტი 2025 წელთან შედარებით 7 პროცენტით, ხოლო თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი 11 პროცენტით გაიზარდა.

მარტში აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ, თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი კიდევ უფრო დაჩქარდა და 2025 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17 პროცენტით გაიზარდა.

სააგენტოს განმარტებით, იმპორტის ზრდა განპირობებულია არა ევროკავშირის წესების დარღვევით, არამედ იმით, რომ კომპანიები ცდილობენ, მაქსიმალურად დააჩქარონ გაზის მიწოდება არსებული კონტრაქტებით, სანამ უფრო მკაცრი აკრძალვები შევა ძალაში.