1. Home
  2. TOP სიახლე
  3. ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს
ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა რუსულ დარტყმებს უპასუხებს ისე, რომ რუსეთმა ომის გაჭიანურება ვერ შეძლოს

0

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე, დნეპრზე, ხერსონზე, ხარკოვზე, დონეცკისა და სუმის ოლქებზე განხორციელებულ დარტყმებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა მომავალშიც გააგრძელებს რუსეთისთვის პასუხის გაცემას ისე, რომ ომის გაგრძელების კუთხით მოსკოვის შესაძლებლობები შემცირდეს.

„რუსეთი აგრძელებს ტერორისტულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინელების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლიანად ვუპასუხებთ რუსეთს ყველა ამ დარტყმაზე. ამას ვაკეთებთ ისე, რომ პირველ რიგში ზიანი მიადგეს რუსეთის სახელმწიფოს სისტემას და რუსეთის შესაძლებლობას, გააგრძელოს ომი”, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას.

ზელენსკის თქმით, ომისა და უკრაინის შორ მანძილზე დარტყმების ერთ-ერთი შედეგი რუსეთში არსებული ბენზინის დეფიციტია.

„ჩვენ ვაბრუნებთ ომის რეალობას რუსეთში და მაქსიმალურად ვართულებთ ჩვენი მიწის ოკუპაციის გაგრძელებას”,- განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში, სადაც ყველაზე მეტი რუსული იერიში ფიქსირდება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკვე 15-ჯერ გადადო დონეცკის ოლქის აღების ვადები.

ამასთან, ზელენსკის თქმით, მომდევნო კვირებში პარტნიორების მხრიდან პოზიტიურ გადაწყვეტილებების მიღების იმედი აქვს.

„ივნისი-ივლისი უნდა იყოს შედეგიანი უკრაინისთვის, პირველ რიგში ჩვენი საერთო ძალისხმევისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. მშვიდობა საჭიროა”, – აღნიშნა ზელენსკიმ.