ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ, სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ. სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია” , – ამის შესახებ „ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
„პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი” თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პარტია – „ნაციონალური მოძრაობა” დაღუპა და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა მივცეთ უფლება, რომ პროცესიც დაღუპოს.
მან ასევე, ისაუბრა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის, რომელიც სააკაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა, განცხადებების კონტექსტშიც.
„ნანულას [ნანუკა ჟორჟოლიანი] პოლიტიკური ანალიზები არ მაინტერესებს. მიშა რომ ჩამოიყვანეს, 100 000 კაცი გელოდებაო, სად წავიდნენ ხომ ნახეს? 4 ოქტომბრის პროპონენტი იყო ეგ ქალი და რა მოხდა მერე? ნუნუ თუ ნანა სანდერსს დააბრალა ამხელა რევოლუციის ჩაშლა. რას ბჟუტურებს? ამის გარჩევა არ მინდა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ბიძინას [ივანიშვილი] დამარცხების ამოცანას. ავტოკრატიით ავტოკრატიას ვერ დაამარცხებ. სააკაშვილი არის ტიპური „უკბილო ავტოკრატია”. მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი იძახის, რომ „ნაციონალური მოძრაობა არის მიშა და ხუთიანი არის მხოლოდ მიშა, ასეთი რამ წარმოუდგენელია.
200 – კაციანი აქციის მოწყობა არ შეუძლია საკუთარი თავისთვის, ეს შეუძლია დღეს სააკაშვილს, მეხუთე ადგილას გაჩანჩალებული ძალაა. სვეტებს რომ ერჩის, ცაგერშიც სვეტებმა უგანეს ან სხვა ადგილებში, სადაც მეოთხეზე გაჩანჩალდა? თავისმა თავმა დაღუპა, თვითონ დაღუპა თავისი პარტია და დანარჩენმა პოლიტიკურმა სპექტრმა არ უნდა მივცეთ უფლება, რომ პროცესიც დაღუპოს”, – განაცხად თამარ ჩერგოლეიშვილმა.
თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ცილისმწამებელი და ცდილობს, რომ „ასავალ-დასავალის ენაზე” ელაპარაკოს ხალხს.
„სააკაშვილი არის ტიპური ცილისმწამებელი, მან ჩათვალა, რომ ქართველები არიან „ქოცები”, მას უნდა ელაპარაკო ასავალ-დასავალის ენაზე. ნანულა რასაც ლაპარაკობს, ეგ არის სააკაშვილი, რომ ცილისწამებით, ყველაფრის კადრებით, ტელევიზიებზე სრული კონტროლის დამყარებით უნდა მოახვიოს თავისი თავი ისევ ქართველ ხალხს თავს, მაგას აკეთებს. როგორც ჩვენ დაგვწამა ცილი და მაგ სიმართლით იარა აქამდე, დღეს ის ვარცხნილობა აქვს, რაც აქვს, მაგ სიმართლის შედეგია ეგ ყველაფერი. იმავეს აგრძელებს „ახალთან” დაკავშირებითაც”, – განაცხადა თამარა ჩერგოლეიშვილმა.