1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად” – ნედ პრაისი
“საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად” – ნედ პრაისი

“საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად” – ნედ პრაისი

326
0

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერს მიხეილ სააკაშვილის შესახებ კითხვა დაუსვესნედ პრაისის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად. მისივე თქმით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

“რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, როგორც ადრე თქვით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და ღირსეულად, მათ შორის ყველა საჭირო სამედიცინო და ფსიქოლოგიური მკურნალობის გაწევით, როგორც ამას დამოუკიდებელი სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტები გვირჩევენ.

 

რა თქმა უნდა, მათ უნდა უზრუნველყონ, რომ მისი უფლებები დაცული იყოს და მიიღოს ყოველგვარი ზრუნვა რაც სჭირდება.” – აცხადებს ნედ პრაისი.