1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მართლმადიდებლები 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავენ
მართლმადიდებლები 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავენ

მართლმადიდებლები 27 სექტემბერს ჯვართამაღლებას აღნიშნავენ

0

27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში.

ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ქრისტიანული სწავლების მიხედვით, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი. ყველასათვის შესაძლებელი რომ ყოფილიყო ჯვრის ხილვა, იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიოსმა აღმართა ანუ აღამაღლა იგი. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება „ჯვართამაღლება”.

ხვალ სამების ტაძარში წმ. ქეთევანის წმინდა ნაწილები იქნება დაბრძანებული. ხვალ სიწმინდეს მუზეუმში გადააბრძანებენ. შემდეგ კი ინდოეთში დაბრუნდება, საიდანაც წმინდა ნაწილები ერთი წლის წინ ჩამოასვენეს.