1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “სად არის დასავლეთი, არავითარი გამართლება არ აქვს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს” – ერდოღანი
“სად არის დასავლეთი, არავითარი გამართლება არ აქვს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს” – ერდოღანი

“სად არის დასავლეთი, არავითარი გამართლება არ აქვს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს” – ერდოღანი

14.88K
0

ჩვენ ვართ ერი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ გადაუხვევია სამართლიანობისთვის. ჩვენი დამოკიდებულება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართაც ეფუძნება სამართლიანობას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

მან მოუწოდა ქვეყნებს მიმართონ ძალისხმევა მშვიდობის დამყარებისკენ და ამ საკითხში აშშ-ის პოზიცია გააკრიტიკა.

„რა უფრო მეტად შეეფერება ისეთ ქვეყანას, როგორც ამერიკაა? რომელიც ისწრაფვის მშვიდობის დამყარებისკენ თუ რომელიც ცეცხლზე ნავთს ასხამს?“ – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა ბლოკირებულ ღაზას სექტორში კრიტიკულ ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

„ღაზაში არ არის წყალი, პური, საკვები. ეს ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. სად არის დასავლეთი? რა ზომები მიიღეს მათ დღემდე? არცერთი!“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა ღაზის დაბომბვას  ხოცვა-ჟლეტა უწოდა.

„არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ღაზაში ხოცვა-ჟლეტას. ღაზას 2 მილიონი მცხოვრებისთვის ელექტროენერგიის, წყლის, საწვავის და საკვების გათიშვა არაჰუმანურია და ომის წესებში ადგილი არ აქვს“,  – განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა დაძაბულობის შემცირება და მშვიდობის დამყარება.

„ჩვენ არ გვინდა კონფლიქტები ჩვენს რეგიონში გავრცელდეს. მოვუწოდებთ მათ, ვისაც აქვს ხმა და გავლენა რეგიონში, შეამცირონ დაძაბულობა და ბრმად არ დაუჭირონ მხარი რომელიმე მხარეს“, – განაცხადა ერდოღანმა.