1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია
მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია

მიხეილ სააკაშვილი -„სვეცკი“ ბაბლი ხაბეიშვილს უწუნებდა ინგლისურის არცოდნას, ჩვენც მოვიყვანეთ თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს, ჩვენ ვართ რევოლუციური პარტია, ვერ ვიქნებით პარკეტის ოპოზიცია

0

„ნაციონალური მოძრაობა“ არის რევოლუციური პარტია და ვერანაირად ვერ იქნება პარკეტის ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილის შემდეგ ეს რევოლუციური მუხტი თითქოს გაქრა და ვერ შეეგუება თავის დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას.

„მე ვერ შევეგუები ჩემი დაფუძნებული პარტიის მხოლოდ ტელესტუდიების და საერთაშორისო დელეგაციებთან შესახვედრად არსებულ პლატფორმად გადაქცევას. ჩემზე უკეთესად არცერთ ცოცხალ ქართველს არ გამოსდის ევროპელებთან და ამერიკელებთან საუბარი, მაგრამ 2003 წელს სულ ველში ვიყავი, როგორც წესი, უარს ვამბობდი მრავალრიცხოვან უცხოელ მისიებთან შეხვედრაზე. ჩვენი პარტია მუდმივად უნდა იყოს იქ, სადაც უსამართლობაა, სადაც ხალხს მხარდაჭერა სჭირდება და არა, თუნდაც თქვენს სტუდიაში. ნანუკა ჟორჟოლიანი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი. ამ დღეებში ბევრმა დაწერა – კი, მაგრამ პოლიტიკოსი არ არისო და პური მეპურემ უნდა გამოაცხოსო. მოგწონთ არსებული „მეპურე“ პოლიტიკოსების გამომცხვარი პურის გემო? უყვარს ხალხს ნანუკა? უყვარს ხალხი ნანუკას? ყველამ ვიცით, რომ კი. ეხმარება ის ხალხს? – ამის ბევრი ფაქტი ვიცით. ენერგიული და შეუპოვარია? – კი, ეს ბევრჯერ დაამტკიცა. აბა, თქვენ ნამდვილი პოლიტიკოსი სხვა რა გგონიათ?!

რაც შეეხება ძველ და ახალ პოლიტიკოსებს, ყველანი უნდა დავაყენოთ თანაბარ მდგომარეობაში, ადამიანები უნდა შეფასდნენ არა წარსული დამსახურებებით, არამედ იმით, დღეს რა წვლილი შეაქვთ ბრძოლაში. ძველი გამოცდილება დიდი უპირატესობაა და ამავე დროს, შეიძლება, დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, როდესაც ყოველთვის წარსული კლიშეებით მოქმედებ და ის წარსული მდგომები არ მუშაობს. ამიტომ გვჭირდება ორივეს სინთეზი.

მე და თინა უკვე მრავალი წელია, ახლო მეგობრები ვართ, ის ძალიან ერთგულია ჩვენი მთავარი იდეის – თავისუფალი, წარმატებული ქართულის სახელმწიფოსი. მინდა, ყველას შევახსენო, რომ სამარტოვო საკანში ვიმყოფები და აქედან კომუნიკაცია ძალიან კმჭირს, ასე რომ, ჩემთან სინქრონიზაცია არ არის მარტივი. ჩემს აზრს აქვს წონა, რადგან ამდენი წელია, ვრჩები ლიდერად და ამას არავინ უარყოფს“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მთლიანად პარტიული სისტემაა შესაცვლელი, დღეს სასიცოცხლო ამოცანაა, თითოეული ქართველის გადასარჩენად ფართო მასებში ფესვგამდგარი მოძრაობის ჩამოყალიბება და ეს „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ უნდა იყოს ამის ინიციატორი.

„„ნაცმოძრაობა“ არ არის ბიზნესპროექტი, როგორც სხვა პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა, არ ჰყავს ინვესტორი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და სხვები ამას ემორჩილებიან. ეს ყოველთვის იყო ცოცხალი პარტია შიდა დისკუსიებით და შეჯიბრით, რაც ცოცხალ პარტიაში ნორმალურია.

მელიას წინააღმდეგ 2023 წელს პარტიის ნაწილის გამოსვლა ჩემთვის მოულოდნელი იყო და არც შეთანხმებულა ჩემთან არანაირად. არჩევნების დანიშვნას მაშინ შევხვდი უარყოფითად, თუმცა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ვიყავი კლინიკაში მოწამვლის შემდეგ და რეაგირების თავი უბრალოდ არ მქონდა. ამიტომ ნეიტრალური პოზიცია დავიკავე. უკანა რიცხვით თუ შევხედავ, ვაღიარებ, რომ ეს იყო პარტიის უმრავლესობის სწორი გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელი იყო, პარტიის სხვა წევრების მიმართ ბევრად უფრო დელიკატურად მოქცევა. მაგალითად, ძალიან მენანება გიორგი პატარაიას, რამდენიმე რეგიონალური ორგანიზაციის ბირთვის ცალკე გასვლა.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მისი არჩევნების წინ შეცვლა იყო ჩვენი რეაგირება იმაზე, რომ მთელი „სვეცკი“ ბაბლი დაირაზმა ლევანის წინააღმდეგ. ჩვენ კი ვერ ვასწრებდით მის სწორად წარმოჩენას. უწუნებდნენ ინგლისურის არცოდნას, ჩვეულებრივი ადამიანის ენით საუბარს, ხან – რას, ხან – რას. ხოდა, ჩვენც მოვიყვანეთ უცხო ენების მცოდნე ევროპაში და ამერიკაში განათლება მიღებული თინა და „სვეცკებმა“ ხმა მაინც არ მოგვცეს.

ახლა კი, ყველაფერი ძალიან მარტივია. „ნაცმოძრაობაში“ ყველა ირჩევა გარკვეული ვადით და ივლისის დასაწყისში თინა ბოკუჩავას ყველა შემთხვევაში ეწურებოდა ვადა. ყველა შემთხვევაში სხვა უნდა აგვერჩია. კი, ნანუკა ამ სიტუაციაში ჩემი იდეა იყო“, – განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.