მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან უცხო ქვეყნის 232 მოქალაქე იქნა გაძევებული. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, […]

ბილ და ჰილარი კლინტონები ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით კონგრესში ჩვენების მისაცემად წარდგებიან

Editor Dali
0
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მისი მეუღლე აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კონგრესში წარდგებიან არასრულწლოვანთა სექსუალურ ტრეფიკინგში ბრალდებული ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით ჩვენების მისაცემად, – ამის შესახებ „ბიბისი” წერს. კლინტონები ზედამხედველობის კომიტეტში იანვარში დაიბარეს, გამოუცხადებლობის გამო კი, მათ სისხლის სამართლის დევნა ემუქრებოდათ. კონგრესისადმი უპატივცემულობის მუხლით ბილ კლინტონისთვის ბრალის წაყენების საკითხზე კენჭისყრა კომიტეტში რამდენიმე […]

იტალიის ერთ-ერთ ეკლესიაში აღადგინეს ანგელოზის ფრესკა, რომლის გამოსახულებაც პრემიერ ჯორჯია მელონს ჰგავს-Reuters

Editor Dali
0
იტალიაში ერთ-ერთ ეკლესიაში ანგელოზის ფრესკა აღადგინეს, რომლის გამოსახულებაც იტალიის პრემიერ-მინისტრს ჰგავს. ამის შესახებ Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს. როგორც იტალიური მედიასაშუალებები წერენ, კულტურის სამინისტრო აღნიშნული საქმის გამოძიებას აპირებს. წმინდა ლორენცოს ეკლესიაში არსებულ სამლოცველოში წვიმის შედეგად დაზიანდა ორი ანგელოზის ფრესკა, რომელიც მოგვიანებით იმავე მხატვარმა აღადგინა, რომელმაც ეს ფრესკები შექმნა. ბრუნო ვალენტინეტიმ უარყო ვარაუდი, რომ გამოსახულება შეცვალა […]

ფიფას პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას

Editor Dali
0
ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო აცხადებს, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოიხსნას. ამის შესახებ ინფანტინომ „სქაი ნიუსთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ის ეწინააღმდეგება აკრძალვებსა და ბოიკოტებს, რადგან ეს კიდევ უფრო მეტ სიძულვილს იწვევს ხალხში. ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გააუქმოს თუ არა ფიფამ რუსეთისთვის დაწესებული აკრძალვები, ინფანტინომ დადებითად უპასუხა. „აუცილებლად. უნდა გავაუქმოთ. დიახ. ახალგაზრდულ დონეზე მაინც. […]

3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ბზარი გაჩნდა? ურთიერთობის აღდგენისთვის ხანმოკლე მოგზაურობა საუკეთესო წამალი იქნება. ახლობლების რჩევები დაგეხმარებათ, რომ ცხოვრებას სხვა კუთხიდან შეხედოთ და ახალი მიზნები დასახოთ. საქმიან სფეროში ვარსკვლავები დიდ წარმატებას გპირდებიან — სავარაუდოდ, გავლენიანი პირების, მათ შორის პოტენციური სპონსორების დაინტერესებას შეძლებთ. სანამ ოცნების კოშკებს ააგებთ, ეცადეთ, მიწიერ საქმეებს მიხედოთ და ძველი დავალიანებები დაფაროთ. მოერიდეთ ინვესტიციებსა […]

3 თებერვლის ამინდის პროგნოზი

3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. სოხუმი +12°  წვიმა ზუგდიდი +10°  წვიმა მესტია 0° თოვლი ფოთი +11° წვიმა ბათუმი +11° წვიმა ოზურგეთი +13° წვიმა ქუთაისი +12° წვიმა ბორჯომი +6° წვიმა ბაკურიანი +6° წვიმა ცხინვალი +12° […]

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები

Editor Dali
0
ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ფაილებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელიც იძებნება. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ ფაილში ილუზიონისტი დევიდ ბლეინი ქალისთვის, რომლის სახელი და გვარი უცნობია, სავიზო აპლიკაციასთან დაკავშირებით დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ცნობილი ილუზიონისტია. მისივე თქმით, წარმოდგენა გამართული აქვს ცნობილი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის ბილ კლინტონისთვის, დიმიტრი მედვედევისთვის, მიხეილ […]

“ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
„ევროკავშირის არმია ევროპას ვერ დაიცავს, ეს მხოლოდ ნატოს შეუძლია“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph), რომლის ავტორია ჯეფრი ვან ორდენი, სამხედრო მიმომხილველი. „ევროპული ქვეყნები საკუთარი თავის გადარჩენის გეგმაზე ფიქრობენ, მიმდინარეობს არაოფიციალური ლაპარაკი ევროკავშირის არმიის შექმნის მიზნით, მაგრამ ჩაანაცვლებს თუ არა ევროკავშირის არმია ნატოს? შეძლებს თუ არა ევროკავშირი რუსეთის […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 3 თებერვალს

Editor Dali
0
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6902 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6908 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1903 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2088 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]

დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დუბაის ალ მაქთუმის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი და არაბთა გაერთიანებული საამიროების მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივანი მარიამ ალ ჰამადი დახვდა. ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დუბაიში 3-5 თებერვალს იმართება. პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა მსოფლიო მთავრობათა […]

“ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?”-Euronews

Editor Dali
0
„ნატურალური ღვინოები, ხანგრძლივი ქვეითი მარშრუტები და ისტორია: შეუძლია თუ არა ქუთაისს პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად გადაიქცეს?“ – ამ სათაურით არის გამოქვეყნებული ევროპული სამაუწყებლო კომპანიის „ევრონიუსის“ (Euronews – ოფისი საფრანგეთის ქალაქ ლიონში) ვებ-გვერდზე სტატია, რომელიც საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში ტურიზმის განვითარებას ეხება (ავტორი – ქრეიგ საიერსი). გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს: „ქუთაისი, რომელიც ბოლო ათწლეულში ავიაკომპანია Wizz Air-ის მგზავრებისათვის ერთგვარ […]

არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად-დონალდ ტრამპი

Editor Dali
0
არასდროს ვყოფილვარ ეპშტეინის კუნძულზე და არც მის მახლობლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა ამერიკელი ტელეწამყვანისა და კომიკოსის, ტრევორ ნოას მიერ „გრემის“ დაჯიდლოებაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დონალდ ტრამპმა და ბილ კლინტონმა ეპშტეინის კუნძულზე დრო გაატარეს. თეთრი სახლის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ აპირებს, ტრევორ ნოას ცილისწამებისთვის უჩივლოს და […]