Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული

Editor Dali
0
შვეიცარიულ ბანკში, Credit Suisse-ში 890 ანგარიში გამოვლინდა, რომლებიც შესაძლოა, ნაცისტებთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჩაკ გრასლიმ განაცხადა, რომელიც აშშ-ის სენატის იურიდიულ კომიტეტს ხელმძღვანელობს და მრავალი წლის განმავლობაში აკვირდება Credit Suisse-ის საქმიანობის გამოძიებას. „როიტერის“ ცნობით, გამოძიება შეეხება ბანკების როლს ჰოლოკოსტის ხელშეწყობაში. მისი თქმით, აღმოჩენილ ანგარიშებს შორის იყო აქამდე უცნობი, ომისდროინდელი ანგარიშები, რომლებიც ეკუთვნოდა გერმანიის […]

კინოდაჯილდოება “ელისო” 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს

Editor Dali
0
თიბისი აქტიურად მონაწილეობს ქართული კინემატოგრაფიის განვითარებაში – მრავალმხრივი მხარდაჭერითა და პარტნიორობით ხელს უწყობს, როგორც მსხვილი კინოფესტივალების, ასევე დამოუკიდებელი კინო-ინიციატივების გაძლიერებასა და ქართული კინოს პოპულარიზაციას. კინოდაჯილდოება ელისო 2026 ღია კონკურსს აცხადებს. თიბისის მხარდაჭერით და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით კინოდაჯილდოება „ელისო“ წელს მესამედ გაიმართება და მიზნად ისახავს ქართული კინემატოგრაფის განვითარების ხელშეწყობასა და თანამედროვე კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას. კონკურსის პირობების […]

გამოსწორდეს ფრესკა, რომლის გამოსახულებაც რესტავრაციის შემდეგ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს -ვატიკანის განკარგულება

Editor Dali
0
რომის ვიკარიატმა გასცა განკარგულება, სან ლორენცო ინ ლუჩინის ბაზილიკის სამლოცველოში გამოსწორდეს ფრესკა, რომელზეც გამოსახულია ქერუბიმი და რომლის სახეც ბოლო რესტავრაციის შემდეგ იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიამსგავსეს. როგორც გაზეთი „ლა რეპუბლიკა” იუწყება, გადაწყვეტილება მიიღეს ტაძრის წინამძღვრის, დანიელე მიკელეტისა და ვიკარიატის წარმომადგენლებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. გამოცემის ინფორმაციით, რომის ეპარქიის გენერალურმა ვიკარიუსმა, ბალდასარე რეინამ აღნიშნა, რომ […]

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ

Editor Dali
0
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ახალი წელს ახალი მთავარი მწვრთნელითა და რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებს. ბორჯღალოსნები ტიტულის მეთვრამეტედ დაცვასა და რაგბი ევროპის ზედიზედ მერვედ მოგებას შეეცდებიან.  პიერ-ანრი ბრონკანმა და მარკო ბორტოლამიმ, რომელიც ბრონკანის არყოფნაში ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპაზე გაიყვანს, გაფართოებულ შემადგენლობაში 34 მორაგბეს და მათ შორის, 9 დებიუტანტს უხმეს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ნაკრებს ვერ დაეხმარება „ლა როშელის“ […]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მზაობას და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას -საგარეო უწყება

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 3 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, სონატა კოლტერი. „აშშ-ის სახელმწიფო […]

ოთხი თვე გავიდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმიდან, ნათელი გახდა, რომ ბრიუსელი ამ თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება, ეს უკვე აღარ არის დუმილი, ეს არის პოზიცია -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
დღეს ვხედავთ მცდელობას, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმა „ღობის საქმედ“ იქნეს წარმოჩენილი იმ ორგანიზაციის ხელით, რომელიც ყალბი ესტონური რეგისტრაციის სქემაშია ჩართული და უხვად ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, ბრიუსელი სულ უფრო მეტად წყდება იმ ღირებულებებს, რომლებზეც ევროკავშირი ოდესღაც იდგა. „დღეს 4 თებერვალია. ოთხი თვე […]

4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გჯეროდეთ სიყვარულის და ის აუცილებლად გიპოვით — სიყვარული თქვენს ცხოვრებაში ყველაზე საჭირო დროს მოვა. ეს დღე თქვენგან დიდ ენერგიას მოითხოვს, თავზე უამრავი საყოფაცხოვრებო საქმე და მოვალეობა დაგატყდებათ. თუ საქმეს დათქმულ დროში ვერ უმკლავდებით, შეგიძლიათ დახმარებისთვის ოჯახის წევრებს მიმართოთ. მკაცრი შეზღუდვების დრო წარსულს ჩაბარდა – მერკურის გავლენით თქვენი ფინანსური მდგომარეობა თანდათან უმჯობესდება, ამიტომ შეგიძლიათ, საკუთარი […]

4 თებერვლის ამინდის პროგნოზი

3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. სოხუმი +12°  წვიმა ზუგდიდი +7°  წვიმა მესტია – 1° თოვლი ფოთი +8° წვიმა ბათუმი +7° წვიმა ოზურგეთი +8° წვიმა ქუთაისი +8° წვიმა ბორჯომი +4° თოვლი ბაკურიანი +1° ქარბუქი ცხინვალი […]

“ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე”-Newsweek

Editor Dali
0
„ნატოს ქვეყნების მოსახლეობა ბერდება – თვით თურქეთშიც კი, რომლის მცხოვრებნი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ყველაზე ბოლო დრომდე ყველაზე ახალგაზრდად ითვლებოდნენ“, – ნათქვამია ამერიკულ ჟურნალ „ნიუსვიქში“ (Newsweek) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ნატოს პრობლემა: შობადობის დაბალი დონე“ (ავტორი – მიკა მაკარტნი). „მოსახლეობის აღწერის წარმოების დონის შემცირება იწვევს ხარჯების ზრდას ჯანდაცვისა და საპენსიო სისტემებში, სამაგიეროდ, მცირდება სამხედრო ბიუჯეტები“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში. […]

ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად, ახალი ფუნქციონალები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

Editor Dali
0
თიბისისთვის ბიზნესების ყოველდღიურობის გამარტივება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. იმისთვის, რომ მეწარმეებმა ბანკთან ურთიერთობისას ნაკლები დრო დახარჯონ და ოპერაციები დისტანციურად შეასრულონ, თიბისის ბიზნესმობაილბანკს მუდმივად ემატება მომხმარებლების სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული ფუნქციონალები. პარალელურად, იხვეწება არსებული სერვისები და პროდუქტები, რაც ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. 2025 წელს, თიბისის ბიზნესმობაილბანკს ახალი ფუნქციონალები დაემატა, რაც მეწარმეებს ფინანსური ოპერაციების სწრაფად და […]

შუა დერეფანი დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს, სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2026 წლის მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კობახიძის თქმით, სამყაროში, სადაც ტრადიციული მარშრუტები არ არის სანდო, ალტერნატიული დერეფნები აუცილებელი […]

თიბისი კაპიტალმა გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგიის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

Editor Dali
0
გაცვლითი კურსის ბიზნეს სტრატეგია: წარმატების მაგალითი საქართველოს კომერციული უძრავი ქონების სექტორში  ბიზნეს სტრატეგიაში არსებობს წითელი და ლურჯი ოკეანეების ცნება. წითელი ოკეანე უკვე არსებულ, გაჯერებულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც კონკურენცია მაღალია, პოტენციურ მომხმარებელთა წრე კი – დიდწილად უცვლელი. საპირისპიროდ, ლურჯი ოკეანე ახალ სივრცეს მოიაზრებს, სადაც ინოვაციური პროდუქტი კონკურენტულ უპირატესობასა და, შესაბამისად, ახალ მოთხოვნას ქმნის. კომპანიათა აბსოლუტური უმრავლესობა […]