1. Home
  2. TOP სიახლე
  3. Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

0

1 ივლისს, თიბისის მხარდაჭერითა და HT Solutions-ის ორგანიზებით, თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა, რომელმაც 1000-მდე სტუმარს უმასპინძლა და ტექნოლოგიური კომპანიები, ინოვატორები, ტექ პროფესიონალები და ბიზნეს ლიდერები გააერთიანა.

კონფერენციის მთავარი თემა იყო – „Big Tech. Global Legends. One Future” და ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის (AI), კიბერუსაფრთხოების, მონაცემთა ანალიტიკის (Data & Analytics), ღრუბლოვანი ტექნოლოგიების (Cloud Technologies), ინფრასტრუქტურის, DevOps-სა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს.

მთავარი სცენა, ტექნოლოგიური სცენა და სამუშაო სესიების სცენა – ასეთმა მრავალფორმატიანმა პროგრამამ მონაწილეებს საშუალება მისცა, ინტერესებისა და პროფესიული საჭიროებების შესაბამისად აერჩიათ როგორც სტრატეგიულ და ბიზნეს საკითხებზე ფოკუსირებული გამოსვლები, ისე – სიღრმისეული ტექნიკური სესიები და პრაქტიკული ვორკშოპები.

მთავარი სცენიდან, თიბისის ტექ პროფესიონალებმა – გიორგი ვარამიშვილმა, შოთა იორამაშვილმა, ჯუბო ფალელაშვილმა და ნიკა ჟორდანიამ აუდიტორიას გაუზიარეს თუ როგორ იქმნება ინოვაციები თიბისიში და როგორ პასუხობს დიდი კომპანია სხვადასხვა ტექნოლოგიურ გამოწვევებს.

მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების – NVIDIA, Google, Amazon, Microsoft, Google Cloud, AWS წარმომადგენლებმა კი, დამსწრეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარეს.

თიბისი, როგორც ყველაზე ტექნოლოგიური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მუდმივად უწყობს ხელს ქვეყნის ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას.

Change Inspire-ის მხარდაჭერა თიბისისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა, მხარი დაუჭიროს იმ პროფესიული საზოგადოების გაძლიერებას, რომელიც ქვეყნის ტექნოლოგიურ მომავალს ქმნის.

გვჯერა, ვქმნით ინოვაციას.

(R)