ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

Editor Dali
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 3-5 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაური 3 თებერვალს მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში თემაზე – ინვესტიციების მომავალი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, […]

მადლობა საქართველოს მთავრობას, ადგილობრივ ადმინისტრაციას შატოში ჩატარებული ღონისძიებებისთვის -ლევილის მერი

Editor Dali
0
საფრანგეთში, ლევილ-სიურ-ორჟში მერის ტრადიციული ღონისძიება (Cérémonie de vœux) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ლევილის მერმა, ერიკ ბრევმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა. ერიკ ბრევმა მისასალმებელ სიტყვაში განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ლევილის მამულის პროექტის მნიშვნელობას. „ქართული მამულის სრული რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. შატოს, ბიბლიოთეკისა და სხვადასხვა პავილიონის სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია. ქართული რესტორანი „ოდაც“ დასკვნით ფაზაშია. მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას და მამულის […]

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

Editor Dali
0
 ბიზნესების საქმიანობის ხელშესაწყობად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2026 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, 5 ტრენინგი ჩატარდება, რომლებიც მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით, საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.  თებერვლის შეხვედრების განრიგი: 2026 წლის პირველი ტრენინგი 4 და 18 თებერვალს, ონლაინ […]

ისრაელმა ფეხით მოსიარულეებისთვის ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი გახსნა

Editor Dali
0
ისრაელმა ფეხით მოსიარულეებისთვის ღაზასა და ეგვიპტეს შორის საზღვარი გახსნა, რაც პალესტინელებს საშუალებას მისცემს, ანკლავი დატოვონ. როგორც „როიტერი” წერს, გარდა ამისა, ღაზის სექტორში დაბრუნება შეეძლებათ იმ პალესტინელებსაც, რომლებმაც რეგიონი ომის გამო დატოვეს და ეგვიპტეს შეაფარეს თავი. ისრაელის უსაფრთხოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს ევროპელი მონიტორინგის ჯგუფებიც გააკონტროლებენ. პალესტინის ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყების შემდეგ […]

პარტია “გახარია საქართველოსთვის” დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დებატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მზად არის მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან დებატებისთვის. „დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა – დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ „ოცნებამ“ თავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად. რა თქმა უნდა, […]

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ გაერო მოითხოვს

Editor Dali
0
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეძლებს გაერო-ს ფინანსური პრობლემების გადაჭრას, თუ მას მიმართავენ, – ამის შესახებ ტრამპმა „პოლიტიკოსთან” სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა. როგორც გამოცემა წერს, დონალდ ტრამპს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა თავად შეერთებული შტატები დავალიანების დაფარვას გაერო-ს წინაშე. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მან არ იცოდა ამერიკის დავალიანების შესახებ, თუმცა დარწმუნებულია, რომ „პრობლემას მარტივად მოაგვარებდა”, […]

დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონში 18 500 აბონენტს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა

Editor Dali
0
გაზსადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანი-სანზონის ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად 18 500 აბონენტს შეუწყდა. ინფორმაციას კომპანია ავრცელებს. კომპანიის ცნობით, მიწისქვეშა 500 მმ-იან საშუალო წნევის გაზსადენზე ავარიის ლიკვიდაციის მიზნით, გაზმომარაგება 1 თებერვლის 23:00 საათიდან 2 თებერვლის 12:00 საათამდე ეტაპობრივად შეუწყდება როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და ინსტიტუციურ აბონენტებს. გაზის მიწოდების შეზღუდვა შეეხება: გლდანი-სანზონის ტერიტორიას, მათ […]

2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი გაინტერესებთ, რატომ არ ეწყობა თქვენი სასიყვარულო ცხოვრება ისე, როგორც გსურთ? დაფიქრდით, იქნებ პარტნიორის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი ხართ. გირჩევთ, ამ დღეს მთელი დრო და ენერგია ახლობელ ადამიანებს დაუთმოთ – ეს ოჯახის ერთიანობას წაადგება. ფრთხილად იყავით დაპირებებთან — შეუსრულებელი ვალდებულებები უკმაყოფილების მიზეზი გახდება. თუ რაიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე დიდხანს ფიქრობდით, დღეს სწორ გამოსავალს იპოვით. ემოციური ფონის ასამაღლებლად […]

2 თებერვლის ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღისით ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +5, +10°, დღისით +12, +17°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +8, +13°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, […]

1-ელი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ყველა თვალსაზრისით წარმატებული დღეა. დაწყებულ საქმეებს თითქმის ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით და სასარგებლო კავშირებს დაამყარებთ. გირჩევთ, საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ და ნებისმიერ დისკუსიაში საკუთარი პოზიცია დაიცვათ. საყვარელ ადამიანთან უახლოეს მიზნებსა და გეგმებზე მნიშვნელოვანი საუბარი გექნებათ. გახსოვდეთ, რომ სასურველ შედეგს მხოლოდ კარგად გააზრებული, თანმიმდევრული ქმედებები მოგიტანთ. კურო ამ დღეს მოთმინება და გამძლეობა უნდა გამოიჩინოთ, რათა დიდი […]

1 – ლი თებერვალის ამინდის პროგნოზი

პირველ თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა სოხუმი +16° წვიმა  ზუგდიდი +17°წვიმა  მესტია +3 თოვლი ფოთი +19° წვიმა  ბათუმი +15 წვიმა  ოზურგეთი +14° წვიმა ქუთაისი +14° წვიმა ბორჯომი +11° თოვლი ბაკურიანი +4° თოვლი ცხინვალი  +9°წვიმა  გორი +10° წვიმა გუდაური +2 °თოვლი  თელავი +12°  წვიმა რუსთავი +13 °  მოღრუბლული თბილისი  +12 ° – მოღრუბლული

ირანს არასდროს უცდია ბირთვული იარაღის ფლობა და მზადაა, მიიღოს სამართლიანი და თანასწორი ბირთვული შეთანხმება, რომელიც ჩვენი ხალხის ლეგიტიმურ ინტერესებს დააკმაყოფილებს -აბას არაღჩი

Editor Dali
0
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირან-თურქეთის ორმხრივ ურთიერთობებსა და საერთო მნიშვნელობის რეგიონულ საკითხებზე სიამოვნებით ურთიერთობს თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჰაკან ფიდანთან. აბას არაღჩიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მისი თქმით, საუბარში კიდევ ერთხელ დააფიქსირა ირანის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღის ქონა არასდროს უცდია. […]