1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა, სადაც ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა

0

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტს მეჰრაბადის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი სეიედ ჰამიდ პუროჰამადი დახვდა.

აეროპორტის დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ირანის პრეზენდტ მასუდ ფეზეშქიანთან.

საქარველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი ირანში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო.

„შეხვედრაზე საქართველოსა და ირანს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამკვიდრების მნიშვნელობას. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ირანს შორის ურთიერთპატივისცემაზე, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობას. საქართველოს პრეზიდენტმა ირანის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“ ,- ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თეირანში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრეზიდენტი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება, რომელშიც რეგიონის ქვეყნების, მათ შორის, თურქეთის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.