ორ თვეზე მეტია, აქციის ორგანიზებას ცდილობენ, გვემუქრებოდნენ წალეკვით, განადგურებითა და თავზე გადავლით, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ 7 000-მდე ადამიანის შეკრება შეძლეს, ისიც 33 წუთში დაიშალა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს და 28 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციას ეხმაურება.
ზარქუას განცხადებით, იმედია, ოპოზიციის ლიდერები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მათი მხარდამჭერებიც ემიჯნებიან მათ.
მისივე თქმით, მშვიდობასა და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს და სწორედ ამ კურსს უჭერს მხარს მოსახლეობა.
„აბრალეთ ახლა ერთმანეთს, ვისი ბრალია მორიგი ჩავარდნა შეკრების და დაფოტოშოფებული ფოტოებით ატყუეთ მავანნი. მთელმა საქართველომ კი ვნახეთ პირდაპირ ეთერში, რამდენი შემორჩით ერთმანეთს. მშვიდობას და პრაგმატულ პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია და სწორედ ამას უჭერს მხარს დანარჩენი საქართველოც“, – წერს ირაკლი ზარქუა.
