ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, 2013 წლის ბოლომდე, გიგა ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა ეკავა.

მისი თქმით, ბოკერიას ოფიციალურად იმ საკითხებზე ჰქონდა პასუხისმგებლობა დაკისრებული, რომლებიც ყველაზე მეტ კითხვასა და კრიტიკას იწვევდა, ხოლო არაოფიციალურად მას მედიის კონტროლიც და ლობისტებთან ურთიერთობაც ევალებოდა.

 

„ბავშვებო, ახლა რომ წინა ხაზზე ხართ, მაშინ იმდენად პატარები იყავით, უბრალოდ ბევრი რამ არ გეცოდინებათ.

მიშას ხელისუფლების დროს რამდენიმე „გავლენიანი“ ადამიანი იყო.

რას ნიშნავდა ეს გავლენები?

თუ ბიძინას მონა ვეზირები ჰყავს, მიშას ქვეყნის მართვის სხვა სისტემა ჰქონდა. ძლიერ, კომპეტენტურ, მცოდნე, რისკიან ტიპებს ირჩევდა და სფეროებს ბოლომდე ანდობდა.

მაგალითად, ზურა ადეიშვილს პროკურატურა ჰქონდა ჩაბარებული, ვანოს – პოლიცია, კეზერას და მერე ბაჩოს – თავდაცვა, დასაწყისში ბაჩოს – ციხე, ბენდუს – რეფორმები, ნიკა რურუას მაშინ – კულტურის სამინისტრო და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი იყო.

ვიღაცეები, რა თქმა უნდა, გამომრჩებიან, მაგრამ ვერაფრით გამოვტოვებ გიგა ბოკერიას, რომელიც იყო უშიშროების საბჭოს მდივანი 2013 წლის ბოლო წამამდე, ვიდრე მიშა ხელისუფლებაში იყო.

მოდით ჩავხედოთ, რა ებარა ოფიციალურად გიგას (არაოფიციალურსაც მოგიყვებით).

  1. თავდაცვა და შეიარაღებული ძალები;
  2. ძალოვანი და სადაზვერვო უწყებები;
  3. საგანგებო ვითარებები, საომარი მოქმედების გამოცხადების, დაზვერვის გეგმის მომზადება;
  4. საგარეო უსაფრთხოება;
  5. კონფლიქტების მოგვარება ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ანუ, ყველა ის თემა, რომელზეც ყველაზე მეტი პრეტენზია და შავი ღრუბელი არსებობდა.

არაოფიციალურად – მედიის კონტროლი. ლობისტებთან ურთიერთობა, მათ შორის, ფინანსურიც.

ასევე იყო მიშას კარზე ტოპ გავლენიან 5 კაცს შორის და მთავარი გადაწყვეტილებები მიიღებოდა იმ მაგიდასთან, რომელთანაც ის იჯდა.

აი, კარგად დაფიქრდით, უნდა არსებობდეს თუ არა ერთი კითხვა მაინც, რომელიც მასთან შეიძლებოდა ჰქონოდა ბიძინას პროკურატურას?

მაშინ, როცა ყველა დაიჭირეს, დააკავეს, გააქციეს, ტიპი ტროტუარზე დგომისთვისაც კი ერთხელაც არაა დაკავებული და, უფრო მეტიც, დაჯარიმებულიც კი:)

ამიტომ, როცა ზღაპრებს მოისმენთ „არა მიშას“ კამპანიაზე, გახსოვდეთ, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მიშასთან ერთად იღებდა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ბოლო წუთამდე და თქვენ უბრალოდ გა@@ებენ.

და რატომ არის ასეთი ხელშეუხებელი, თავად დაფიქრდით, ჭკვიანი ხალხი ხართ თქვენ.

პ.ს. დღეს მთელი ჩემი ფიდი, მათ შორის არამიშისტი ტიპები რომ პროვოკატორს მიწასთან ასწორებენ, ნიშნავს რომ საზოგადოებად შევდეგით“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

აღნიშნული პოსტის კომენტარში ნანუკა ჟორჟოლიანი ასევე წერს: „დღეს, როცა ოპოზიციურ მედიას თავს ესხმიან, იცოდეთ, 2012 წლამდე ტელევიზიებში დაბლოკვებზე პასუხისმგებელი სწორედ გიგა იყო“.