ქობულეთში, პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს.
შემთხვევა სოფელ მუხაესტატეში მოხდა. 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული.
რა გახდა ახალგაზრდა პოლიციელის გარდაცვალების მიზეზი, ან რა ვითარებაში იპოვეს ცხედარი, უცნობია.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
