თეთრი სახლის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმება იანვრის დასაწყისამდე გააფორმოს — მანამ, სანამ შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული დემოკრატები კონგრესზე კონტროლს გადაიბარებენ.

 

 ევროპელი მაღალჩინოსნების შეფასებით, ვაშინგტონი მოლაპარაკებების დაჩქარებას ცდილობს, რამაც შესაძლოა უკრაინის მხრიდან მნიშვნელოვანი დათმობები მოითხოვოს, მაშინ როდესაც ვლადიმირ პუტინი შეთანხმების მიღწევას არ ჩქარობს.

 

 Foreign Policy-ის მიმომხილველი კრისტიან კერილი წერს, რომ პროცესს კომერციული ინტერესებიც ახლავს. ტრამპის ოჯახთან დაახლოებულმა ტეხასელმა ფინანსისტმა ჯენტრი ბიჩმა უკვე გააფორმა შეთანხმება რუსულ გაზის კომპანია "ნოვატეკთან", ხოლო რუსეთის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ილონ მასკის კომპანია Boring Co.-ს ბერინგის სრუტის ქვეშ გვირაბის პროექტში მონაწილეობა შესთავაზა.


 წყარო: