Qatar Airways-მა საქართველოს სატვირთო გადაზიდვების ბაზარზე ოპერირება დაიწყო

Editor Dali
0
საქართველოს საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ბაზარს კიდევ ერთი ოპერატორი შეემატა. კატარის ავიაკომპანია Qatar Airways-მა თბილისში პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შესაბამისად, ავიაკომპანია დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰის საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. აღნიშნულ მარშრუტზე Qatar Airways-ი რეისებს Boeing 777-ის ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს და საქართველოსა და […]

ევროკომისიის პრესსპიკერი – ქართულ მხარესთან შეხვედრა იყო ტექნიკური, წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებით, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ მთავრობასთან

Editor Dali
0
კომისიამ დეტალურად გადმოსცა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ფუნდამენტურ უფლებებს. ქართულმა მხარემაც წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, მარკუს ლამერტმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მთავრობას წარუდგენენ ანგარიშს და განიხილავენ საკითხის შინაარსსა და შემდგომ  შესაძლო ნაბიჯებს. „გუშინ შედგა შეხვედრა ევროკომისიასა და ქართველი […]

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

Editor Dali
0
თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყია ინვესტირება, ახლა დამატებითი მიზეზი გაქვს. თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გაქვს, საჩუქრად SpaceX-ის აქციები მიიღო. კამპანიის ფარგლებში ჯამში $5,000-ის ღირებულების SpaceX-ის აქციები გაიცემა და 25 გამარჯვებული გამოვლინდება. 12 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ყოველი მე-100 მომხმარებელი, რომელიც ინვესტიციების პლატფორმაზე აქციას პირველად შეიძენს, $200-ის ღირებულების SpaceX-ის აქციებით […]

ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

Editor Dali
0
ცესკოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ […]

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

Editor Dali
0
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მაისში, შვიდი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართა. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სფეროს ექსპერტებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია. პირველი ტრენინგი პრობლემების სისტემური გადაჭრის თემატიკას დაეთმო. ინტერაქციულ ვორქშოფზე, მონაწილეებმა რეალურ პრობლემებზე იმუშავეს და   ისწავლეს, როგორ უნდა იპოვონ ძირეული მიზეზები და მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები. მეორე შეხვედრის თემას  ფინანსების მართვის 10 ოქროს წესი წარმოადგენდა და […]

მალხაზ გულაშვილის გადაცემას “დიდი რეალური პოლიტიკა”გერმანიიდან ქართველი ხელოვანი გიორგი დარბაიძე ეხმაურება

Editor Dali
0
მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” დამფუძნებლისა და პრეზიდენტის, მალხაზ გულაშვილის გადაცემაში “დიდი რეალური პოლიტიკა” გაჟღერებულ ათწლიან განვითარების გეგმასა და სამომავლო ხედვებს, გერმანიიდან ქართველი ხელოვანი და ბიზნესმენი, გიორგი დარბაიძე ეხმაურება. გთავაზობთ მის საინტერესო მოსაზრებებსა და ხედვას კულტურის სფეროს აუცილებელი რეფორმის შესახებ, რაც, მისი აზრით, ნებისმიერი ეკონომიკური წარმატების ფუნდამენტია: “ინტერესით ვადევნებ თვალს თქვენს გადაცემებს და არაერთ საინტერესო მსჯელობას […]