ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს, – ამის შესახებ საუბარია აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების 25-28 მაისის შეხვედრის შესახებ განცხადებაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიტიკური სტაბილურობა და ოპოზიციის რეალური წარმომადგენლობა იმ ფაქტორებს შორისაა, რომელიც საქართველოს ამერიკული ინვესტიციებისთვის, […]
აშშ-ის საელჩო ავრცელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრებს შეეხება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 25-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცე-პრემიერებს მაკა ბოჭორიშვილს, მამუკა მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. „დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა […]
საქართველოს მთავრობა იწყებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ენერგეტიკული სექტორისთვის დამაზიანებელი არალეგალური ბიზნესსაქმიანობის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მსხვილი გამოწვევა ამ მიმართულებით შეეხება უკანონო კრიპტომაინინგის პროცესს მესტიის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ პრობლემის გამო ელექტროხაზები მუდმივად გადატვირთულია, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის […]
ნიკა მელიას ძალიან ბევრჯერ ბევრი რამ გავუტარე, მათ შორის წლების განმავლობაში ჩემზე სრულიად გაუგებარი თავდასხმები. სულ მქონდა იმედი, რომ მისგან რამე დადგებოდა, ყველანაირად ვუჭერდი მხარს და ვაიგნორებდი სკეპტიკოსებს, რომლებიც მიმითითებდნენ მის განათლების არქონაზე და უიდეობაზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მელია ბოლოს მაინც აღმოჩნდა იმავე ჭაობში, […]
გილოცავთ პოლიციელის დღეს. ჩვენ აღვნიშნავთ იმ ადამიანების პროფესიულ დღეს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში, ხშირად საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიციელები კანონისა და საკუთარი მისიის ერთგულებით, ფასადაუდებელ სამსახურს ეწევიან სამშობლოსთვის. „სწორედ თქვენს ყოველდღიურ შრომას […]
ირაკლი კობახიძე – ძლიერი, მუდამ განვითარებაზე ორიენტირებული პოლიცია არის და იქნება სახელმწიფოს ძლიერების ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი და ამდენად, პოლიციის ინსტიტუციური გაძლიერება და პოლიციელის შრომის სათანადოდ დაფასება ჩვენი ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება დღეს ჩვენ ვიხსენებთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლებს. ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი – […]
მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს, მას და მის სისხლიან რეჟიმს შესაბამისი პასუხი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ 2012 წლის პირველ ოქტომბერს გასცა”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა. როგორც კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, სააკაშვილმა რაც არ უნდა თქვას, 2012 წელს გავრცელებული ციხის კადრები […]
ჩვენი ხელწერა არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ ჩაიდენს დანაშაულს, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თუ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, ნებისმიერ შემთხვევაში, სამართალდარღვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ადეკვატური, სათანადო და ჯანსაღი რეაქცია. „ძალიან კარგია, რომ ეს კადრები გავრცელდა, გამომდინარე […]
ოპოზიციონერებს არანაირი შესაძლებლობა არ აქვთ, პოლიტიკაში წარმატებულები რომ იყვნენ, რადგან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან და დავალებებს გარედან იღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციურ ძალებს აქამდეც არაერთხელ ჰქონიათ გაერთიანების მცდელობა, თუმცა მათ შორის შიდა დაპირისპირება აშკარად ჩანს. „გვახსოვს, მანამდე რა განცხადებებს აკეთებდნენ გაერთიანებასთან დაკავშირებით, თუმცა თავიდანვე ჩანდა, რომ […]
ჩვენი სურვილია, ახალი ფურცლიდან დაიწყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა, როგორც სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც კონკრეტულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, აშშ-ის წინა ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივად და უსამართლოდ გააუქმა, რათა საქართველოსთვის ზიანი მიეყენებინა. „საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანას ზიანი ვერ მიაყენა. ის სტრატეგიული პარტნიორობა დამამშვიდებელი პრიზი […]