1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი – ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ ოპოზიციის გაყრა და შეყრა ყოველთვის გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი იყო, მათ შორის ერთობა არ არის, პოლიტიკაში პერსპექტივა არ აქვთ

Editor Dali
0
ოპოზიციაში არანაირი დიალოგი და ერთობა არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.   მისივე თქმით, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები აჩვენებს, რომ მათი გაყრა და შეყრა ყოველთვის იყო გარედან მოსული ინსტრუქციის შედეგი და არა მათი შინაგანი დამოკიდებულება.   „მიუხედავად იმისა, რომ ყველა, გარკვეულწილად, ერთისა და იმავე იდეოლოგიისა და მიზნების მატარებელია, საბოლოო ჯამში, […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

მიხეილ სააკაშვილი – რუსების აქტივიზაციას როგორც კი დავინახავთ საზღვრებთან, “ქოცები” გავწიოთ, პოლიტპატიმრები გავათავისუფლოთ, შევქმნათ დროებითი მთავრობა და დახმარებისკენ მოვუწოდოთ ევროპას

Editor Dali
0
როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდით „ქოცები“, შევქმნათ დროებითი მთავრობა და დახმარებისკენ მოვუწოდოთ მეზობლებს, ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, ამ სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს ყველა და არა მითიური არჩევნებისთვის. „უძინარი ღამის შემდეგ ვწერ ამ პოსტს. გუშინ რომ გავიგე, ევროკავშირმა გახსნა პირველი ეტაპის მოლაპარაკებები […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

საგარეო უწყებაში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სავიზო რეგულაციის ფარგლებში, ბრიუსელში პირველი შეხვედრა 11 ივნისს გაიმართება. როგორც საქართველოს პირველ არხს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შეხვედრაში საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. „ევროკავშირის სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით, 11 ივნისს […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

შალვა პაპუაშვილი – როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც გარედან დაკვეთით არაერთხელ ჩაატარეს, ამას ხალხი აღარ იჯერებს

Editor Dali
0
როგორც ჩანს, „ალიანსი” დაიშლება, თუმცა არ ჩავთვალოთ, რომ იდეოლოგიური დაპირისპირება აქვთ ერთმანეთთან. ეს არის იმ ძალების მუდმივი გადაწყობა, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დაზიანებას ფიქრობენ. ამიტომ შემდეგი ტაქტიკური სვლა იქნება, დაშალონ ეს ტოქსიკური „ალიანსი”, უფრო სწორად, გადაანაწილონ სხვადასხვა ჯგუფზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას ეს კინოც აქვს ნანახი. „რამდენჯერ უნდა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

გიორგი გვარაკიძე აშშ-ის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მარკ ნორდბერგს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს, მარკ ნორდბერგს შეხვდა. პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ამერიკის ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგად საქართველოს მოქალაქეების ამერიკაში უკანონო შეყვანისა და საბუთების გაყალბების ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

თამარ ტალიაშვილი – ქართულ-ამერიკული ურთიერთობები ღრმა ცივილიზაციურ პრინციპებსაც ეფუძნება, მოდით, გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ორი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის

Editor Dali
0
აშშ და საქართველო ადასტურებენ ერთსა და იმავე მარადიულ ჭეშმარიტებას, რომ თავისუფლება ვერ გადარჩება მორალური საფუძვლების გარეშე და რომ ძლიერი საზოგადოებები ღირსებასა და მადლზეა აგებული, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა განაცხადა აშშ-ში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა. მისი თქმით, ქართულ-ამერიკული კავშირი არა მხოლოდ დიპლომატიური ან სტრატეგიულია, არამედ უფრო ღრმა […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება, მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება

Editor Dali
0
ჩვენთვის განვითარება მხოლოდ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით არ შემოიფარგლება. მტკიცედ გვჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად აუცილებელია მშვიდობა, უსაფრთხოება, ხარისხიანი განათლება, ინოვაციებსა და ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, რომელიც ქმნის რეალურ კეთილდღეობას დღევანდელი და მომავალი თაობებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის მდგრადი განვითარების XVI რეგიონული ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფორუმის ფარგლებში […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

ალექსანდრე ტაბატაძე იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე, კომიტეტის წევრებთან – ზვიად შალამბერიძესა და იოსებ ჯორბენაძესთან ერთად, იტალიის სენატის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მაურიციო გასპარის შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე. „შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

მარკო რუბიო – საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ სურთ ურთიერთობების გაუმჯობესება, ვიმედოვნებთ, ამის საფუძველზე შევძლებთ წინსვლას და შევძლებთ, დავინახოთ ტრაექტორიის ცვლილება

Editor Dali
0
საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რაც მიანიშნებს, რომ მათ სურთ შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე გამოსვლის დროს კონგრესმენის, ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მარკო რუბიომ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებას განუმარტეს, რისი გაკეთება იქნება საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს გარკვეული პოზიტიური პასუხებიც. მისივე […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა

საქართველოს საგარეო უწყება – საქართველოს ელჩს გერმანიის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია რწმუნებათა სიგელები, ქართულ მხარეს გერმანული მხარისგან ოფიციალური განმარტება არ მიუღია

Editor Dali
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ალექსანდრე კარტოზია 2025 წლის პირველ ოქტომბერს დაინიშნა, გერმანიის მხრიდან 2025 წლის 10 სექტემბერს გაცემული აგრემანის საფუძველზე. უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რწმუნებათა სიგელები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის ამ დრომდე არ გადაუცია, თუმცა რწმუნებათა სიგელების ასლები გერმანიის ფედერალურ საგარეო უწყებას […]

ცესკოს ხელმძღვანელი პირების შეხვედრა ვანის საოლქო საარჩევნო კომისიაში გაიმართა