დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და […]
დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა, და […]
„თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა – დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა […]
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და […]
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული […]
დღეს ჩვენი საკანონმდებლო სივრცე არის სრულად თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც უზრუნველყოფს ჩვენს სრულფასოვან ინტეგრაციას გლობალურ ფინანსურ სისტემაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მასშტაბური ხედვის რეალიზაცია შეუძლებელი იქნებოდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე, რომლებიც საქართველოს პარლამენტთან, ეკონომიკის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად და ეროვნული ბანკის აქტიური ჩართულობით […]
სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის და მომავალშიც სტრატეგიულ, ძმურ ხასიათს შეინარჩუნებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ „ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას”. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო […]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტი „სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ღრმა პოლიტიკური და სოციალური კრიზისის გამო“ და აცხადებს, რომ „დემოკრატიული უკუსვლა შეუჩერებლად გრძელდება, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიები“. ამის შესახებ ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში. რელიზში ნათქვამია, რომ რეზოლუციის პროექტში, რომელიც ეფუძნება თანამომხსენებლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის ანგარიშს, აღნიშნულია, რომ „ასამბლეის არცერთი გადაუდებელი რეკომენდაცია არ შესრულებულა“ და […]
ევროპაში მოქმედი ბიუროკრატია ევროპელი ხალხის ინტერესებს საერთოდ არ წარმოადგენს, სამწუხაროდ, მთელ რიგ შემთხვევებში, ფეხქვეშ არის გათელილი ქვეყნების სუვერენიტეტი, მათ შორის მოქმედი ბიუროკრატიის მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართაც კი პირდაპირ არის თავდასხმები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, ბიუროკრატია, რომელიც ახლა ევროკავშირში მოქმედებს, არ ცნობს ადამიანის უფლებებს, თანასწორობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო ურთიერთობებს და ფეხქვეშ […]
ევროკავშირი თუ ასეთი უნდა იყოს, როგორიც ჩვენ დანიის მაგალითზე ვიხილეთ, მაშინ რა გვესაქმება ჩვენ ასეთ ევროკავშირში საერთოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს უნდა ისეთი ევროკავშირის წევრობა, რომელიც უბრუნდება იმ ღირებულებებს, რომლებსაც თავის დროზე დაეფუძნა. „ასეთ ევროკავშირს როცა გამადლის გერმანიის ელჩი, ეს რა თქმა უნდა, ვერავითარ […]