საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, ხელი შეუწყოს და წვლილი შეიტანოს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამკვიდრებაში, რაც ჩვენი ქვეყნების განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე. მისივე თქმით, საქართველო მზად არის აღნიშნულ საკითხებზე თანამშრომლობისთვის სომეხ მეგობრებთან და […]
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა, იმისათვის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობას, პარტნიორობას და მეგობრობას აქვს ძალიან მყარი ისტორიული საფუძველი. „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ პირველად ვმონაწილეობ […]
დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელი ყველა ჩვენი ძალისხმევის და ერთობლივი ინიციატივების შედეგად იქნება ახალი ამბიციური პროექტების დასაწყისი, – ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, 2024 წელი წარმატებული და ეფექტური წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე სომხეთისთვის. „მიმაჩნია, რომ სომხეთს […]
თბილისის მერის განცხადებით, უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე „ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად“ უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც მუშაობდნენ. როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ პროცესები გარედან იმართება. „არაერთი განცხადება ვიხილეთ, თავად უკრაინელი ჟურნალისტებიც ადასტურებენ ამას, რომ ქართველ მოღალატეებთან და ქვეყნის მტრებთან ერთად უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებიც […]
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი ბრიუსელში და სტრასბურგშიც, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. „საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის […]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული, – განაცხადა უკრაინული ტელეკომპანია Freedom-ის ჟურნალისტმა. „ამ რეზოლუციას ამზადებდა უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს. ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, […]
მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია ქართველი ხალხის თვალში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია და მზია ამაღლობელი დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო […]
ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა. „ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა. შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას […]
აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ პირდაპირ დაადასტურა, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში – ასე იყო საქართველოშიც – რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას, შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „გამჭვირვალობის კანონს” ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას. „ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკული დაფინანსება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში ვითარების არევას, რევოლუციურ სცენარებს და ა.შ. თქვენ გახსოვთ, დებატები, რაც წარიმართებოდა „გამჭვირვალობის კანონის” გარშემო, მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და აშშ-ს, განვიხილავდით უარყოფითად ამერიკულ დაფინანსებას და ა.შ. რეალურად რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვამბობდით, ეს ყველაფერი პირდაპირ დაადასტურა იმ სახელმწიფომ მისი დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც იყო დაფინანსების გამცემი. პირდაპირ დაადასტურა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში, ასე იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ „გამჭვირვალობის კანონს” ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ არ ვაჩერებდით დაფინანსებას, უბრალოდ უზრუნველვყოფდით მის გამჭვირვალობას და რეალურად ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ „გამჭვირვალობის კანონით”. მან დაფინანსების არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო ის, რომ არასწორ, ძალიან მანკიერ მიზნებს ხმარდებოდა ეს დაფინანსება. ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება. არაერთი და ორია, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა. დღეს ჩვენ მოხარული ვართ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სწორად უყურებს ამ მოვლენას და რაც მთავარია, იმედი გვაქვს, რომ არა მხოლოდ სამი თვით შეჩერდება ამ ხაზით დაფინანსება რევოლუციური პროცესების, არეულობის, პივიტის გაყალბების და ასეთი მოვლენების, არამედ ეს ყველაფერი შეჩერდება ხანგრძლივი ვადით და თვისებრივად გადაიხედება მიდგომები ამ მიმართულებით. არ შეიძლება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდეს საქართველოში რევოლუციის მოწყობას. გახსოვთ კანვასის ტრენინგები, როდესაც კულტურის სფეროს წარმომადგენლებს ატრენინგებდნენ საქართველოში რევოლუციის მოწყობაში. ამას ხმარდებოდა კონკრეტულად USAID-ის ფული. დღეს კარგია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სხვანაირად უყურებს ამ საკითხებს და იმედი გვაქვს, რომ ეს მიდგომა დიდი ხნით დარჩება ძალაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, იმედი გვაქვს, „დიფ სთეითი” ზუსტად ისევე დამარცხდება ევროპაში, როგორც უნდა დამარცხდეს აშშ-ში კანონების მიღება, არმიღება და შეცვლა, არ შეიძლება იყოს უვიზო მიმოსვლის გაუქმების საფუძველი, აქაც კი აჩვენებენ საკუთარ მძიმე მდგომარეობას, ბიუროკრატიას ვგულისხმობ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით […]