ჩვენ რომ საღად მოაზროვნე ოპოზიცია გვყავდეს, სწორედ ამ კითხვაზე უნდა ვმსჯელობდეთ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. ჩემი შვეიცარიული გამოცდილება მაჩვენებს, თუ როგორ ხდება მსგავსი თემების განხილვა. როგორც კი ხელოვნური ჩარევები შეწყდება, აუცილებლად გავმართავთ დისკუსიას რას მოუტანს საქართველოს ევროპა და ევროპას საქართველო, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა „Neue Zürcher Zeitung“-ის ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ […]
პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა, ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა. „პროკურატურას არჩევნების გაყალბების არცერთი მტკიცებულება არ წარედგინა. ეუთო-ს საბოლოო დასკვნაც ამბობს, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა. მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის უფლება. ეს არის რეალობა. ვერავინ იტყვის, რომ მიხეილ ყაველაშვილი არაკანონიერად იქნა […]
არავის აქვს უფლება, გააუქმოს ქართველი ხალხის ნება. ჩვენ ზუსტად ამის მცდელობა ვიხილეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. აღნიშნულით პაპუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. „ჩვენ, ჩვენი დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ამასთან დაკავშირებით ვეუბნებოდით ყველას, რომ იყვნენ ობიექტურები, სამართლიანები ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რომ არსებობს […]
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორობის კანდიდატმა, ტულსი გაბარდმა კატეგორიულად უარყო „დემოკრატიული“ პარტიის ბრალდებები, თითქოს იგი მსოფლიო ლიდერების „პაიკია“. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ავრცელებს. სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გაბარდმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ღმერთის, კონსტიტუციისა და საკუთარი სინდისის ერთგულია. „ისინი, ვინც ჩემს კანდიდატურას ეწინააღმდეგებიან, ამით მიანიშნებენ, თითქოს მე ერთგული ვარ ვინმეს ან რამის, გარდა ღმერთის, […]
გერმანიის საგარეო უწყების პოზიცია არის ლოგიკური – ქვეყანას ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და ქართველი ხალხის ნებას ყველამ უნდა სცეს პატივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უნდოდა დარჩენილიყო პრეზიდენტად, თუმცა, მოსახლეობის 54%-მა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებზე და ამით უარი უთხრა სალომე ზურაბიშვილს. „გერმანიის ელჩი რას ამბობს, […]
ადამიანი როდესაც შეურაცხყოფს პოლიციელს, იქ უნდა იყოს მაქსიმალურად მკაცრი ზომები გამოყენებული იმისათვის, რომ სახელმწიფო იყოს დაცული, პოლიცია გამოხატავს სახელმწიფოს, პოლიციაზე და პოლიციელზე ხელის აღმართვა მაქსიმალურად მკაცრად უნდა იყოს დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ვინც ახალისებს ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, ამ ადამიანების მიზანია სახელმწიფოს ჩამოშლა. „არის შემთხვევები, […]
მზია ამაღლობელის ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც მან განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ერევანში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა დონორი, თანხის თითოეული ჩამდები მზია ამაღლობელის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. „კონკრეტულად მზია ამაღლობელის […]
ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერევანში ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, უნდა გაჩერდეს. „ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, თუმცა, გამჭვირვალობაზე ჩვენზე მეტად სხვები ზრუნავენ. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველანაირი ასეთი დაფინანსების გაჩერების თაობაზე. ეს არის შავი დღე რადიკალური ოპოზიციისთვის და ძალიან კარგი განვითარება ქართული დემოკრატიისთვის. მთავარია, რომ ასე გაგრძელდეს პროცესები. იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება მხოლოდ სამ თვიანი შეჩერება. ყველა ის დაფინანსება, რომელიც მიმართულია ქვეყანაში ვითარების არევისკენ, არეულობის შემოტანისკენ, რევოლუციისკენ, რა თქმა უნდა, უნდა გაჩერდეს და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ტრამპის ადმინისტრაციას, იმისათვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”, – განაცხადა პრემიერმა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა წლიდან წლამდე კარგავდა საკუთარ დატვირთვას, ფუნქციას, ამას აკეთებდა საკუთარი ხელით და გუშინდელი გადაწყვეტილებაც ამის გაგრძელებაა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ერევანში ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც საქართველოს დელეგაციის მხრიდან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეწყვეტას შეეხებოდა. მისივე თქმით, ასეთ პირობებში, საქართველოსთვის განსაკუთრებული დანაკლისი ვერ იქნება PACE-ს მუშაობაში არმონაწილეობა, თუმცა ქვეყანა რჩება ევროსაბჭოს წევრად და გაგრძელდება […]
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირველი ნაბიჯები მძაფრ რეაქციას იწვევს როგორც თავად შეერთებულ შტატებში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. ამრიგად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება, გაეყინა მთავრობის მიერ დაფინანსებული ყველა მხარდაჭერის პროგრამა სკანდალში გადაიზარდა. ფედერალურმა მოსამართლემ გასცა ბრძანება დახმარების პროგრამების გაყინვის უკანონობაზე, მიუხედავად ამისა, თეთრი სახლი ცდილობს გადაწყვეტილების შესრულებას. Another judge is preparing to block Trump’s spending freeze, despite White […]