ევროსაბჭოს წევრად, ბუნებრივია, რჩება ჩვენი ქვეყანა და მზად ვართ ევროსაბჭოსთან თანამშრომლობისთვის ნებისმიერ საკითხზე. ერთადერთი, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ მუშაობის აზრს, არის საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც მიიღო დღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live”-ის ეთერში განაცხადა. პრემიერის თქმით, საპარლამენტო ასამბლეა არის ევროპარლამენტზე ათჯერ ნაკლები მნიშვნელობის ორგანო. „პირველ რიგში, აქ […]
ყველგან, სადაც ჩანს რადიკალური ოპოზიცია, მიდის მუშაობა სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა ვერც დღეს და ვერც მომავალში, ვერავითარ შედეგს ვერ მიაღწევენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE”-ში განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიცია დადიოდა დერეფნებში და მუშაობდა იმისთვის, რომ საქართველოს დელეგაცია არ დამტკიცებულიყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე. „რეალურად ხედავთ ოპოზიცია რასაც აკეთებდა – […]
„ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ეს ეხება, როგორც ბრიუსელს, ასევე, სტრასბურგს. ამის მორიგი გამოხატულებაა ეს უსამართლობა, რომელიც ჩვენ დღეს ვიხილეთ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას საქართველოს მიმართ. საქართველოს პრემიერი, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს. უსამართლობაზე მეტად, ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული გადაწყვეტილება. დაამტკიცეს ჩვენი დელეგაცია, რითაც […]
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის დოკუმენტს თან ახლავს დათქმები, რომელთა შორის კატეგორიულად მიუღებელია პირველი დათქმა, რომელიც „სცილდება ასამბლეის კომპეტენციას, ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტს და უგულებელყოფს 1 120 000-ზე მეტი ამომრჩევლის ნებასა და ფაქტებს“. წულუკიანის თქმით, ამ დათქმის მიღება „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისა და, შესაბამისად, საზოგადოების […]
დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა თეა წულუკიანმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. როგორც წულუკიანმა განმარტა, დოკუმენტის „არაერთი დათქმა მიუღებელია, რადგან უსამართლო და საფუძველს მოკლებულია“. „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რამდენიმე დღის განმავლობაში, მიმდინარეობდა დებატი, უნდა დამტკიცებულიყო თუ არა ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება. ბევრი ადამიანი, პირველ რიგში კი […]
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კენჭისყრა PACE-ის სხდომაზე გაიმართა. 134 დეპუტატიდან რეზოლუციას 114-მა დაუჭირა მხარი, 13 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 7-მა თავი შეიკავა. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს დელეგაციის მანდატების გადახედვის და ზოგადად ქვეყანაში ვითარების შეფასების პირობებში გადაწყვეტა საქართველოს დელეგაციის მანდატების რატიფიცირება მოახდინოს 2025 წლის […]
ადამიანები ვართ, შეიძლება, შეცდომა მოუვიდეს ყველას, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში მისი მხრიდან არ მომისმენია თუნდაც სინანული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მინდა, ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო, მათ შორის, ქალბატონ მზია ამაღლობელსაც და ნებისმიერ პატიმარს, მაგრამ მაქვს კითხვა: რის გამოა დაკავებული ის? პოლიციელზე თავდასხმა, ხელის დარტყმა არის კატეგორიულად მიუღებელი. ადამიანები ვართ, შეიძლება, შეცდომა […]
ულტიმატუმით და შანტაჟის ენით საუბარი პარტნიორობა არაა და მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის შესახებ ისაუბრა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავი ქმედებები არის ულტიმატუმის ენით საუბარი და ეს მეგობრობა არ არის. „თქვენ იცით ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენ არ ვიღებთ არც შანტაჟის ენას, არც […]
დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოზე დებატები გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაირკვევა. საბოლოოდ ასამბლეის დარბაზში კენჭისყრა გადაწყვეტს მანდატების აღიარების საკითხს. მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე კი, რომელიც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, მმართველმა გუნდმა საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი არჩევნების ჩასატარებლად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც, ევროპის დედაქალაქებშიც – ყველამ ყველაფერი იცის, თუ რა ხდება საქართველოში: ყველამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა; რომ მათმა ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ – კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ – არჩევნები სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ მაინც ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და […]