მინდა, ვუთხრა ყველას, ვინც მეჯიბრება, მეცინება, რომ მართლაც ჰგონიათ, ამ გაუბედურებულ, პატარა ქვეყანაში მე ვარ თქვენი კონკურენტი რაიმე თანამდებობის დაკავებაში. მე საკმარისი ასოებით ვარ უკვე ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, პარტიულობის თამაში უნდა დამთავრდეს. მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობის საერთო ფრონტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. […]
ბოლო დღეების მხილების შემდეგ უკვე ყოველი დონორი სახელმწიფო ეჭვმიტანილია უცხოური დახმარების არასწორად გამოყენებაში, უცხოური ფონდების გამჭვირვალობას ალტერნატივა აღარ გააჩნია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, „დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული“. „მრავალი წელია, უცხოური დახმარება გადაიქცა დახმარებიდან მიტაცებად, ქველმოქმედებიდან – […]
ამერიკელი მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი „რადიო თავისუფლებისა“ და „ამერიკის ხმის“ დახურვას ითხოვს. ამის შესახებ მასკი სოციალურ ქსელში წერს. „დიახ, დახურეთ ისინი. 1. ევროპა ახლა თავისუფალია (თუ არ ჩავთვლით მახრჩობელ ბიუროკრატიას). გამარჯობა?? 2. მათ აღარავინ უსმენს; 3. უბრალოდ საკუთარ თავს ელაპარაკებიან რადიკალი მემარცხენე გიჟები, რომლებიც წვავენ აშშ-ის გადასახადის გადამხდელთა ფულს, წელიწადში ერთ მილიარდ დოლარს“, […]
ევროპას ორი არსი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ მე ეს ქართველ მაყურებელს ვუთხრა. ერთ ნაწილს განსაკუთრებით ევროპარლამენტსა და ევროკავშირში აქვთ ერთგვარი იდეა, ერთა აღრევის. მათი მიზანია, რომ ყველა ქვეყანა გახდეს ამ წარმონაქმნის უბრალო შემადგენელი რეგიონი. ყველაფერს კი თავად გადაწყვეტენ, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედის კვირა“. „მეორე მხარე კი მაგალითად, უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთის მთავრობები. საქართველოს ხელისუფლებაც. […]
ბალტიის ქვეყნებმა რუსეთის ელექტროქსელიდან ევროკავშირის სისტემაზე გადასვლა დაასრულეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვილნიუსში ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის ლიდერებთან, ასევე პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი რეგიონისთვის ახალი ერის დასაწყისია. „ეს ისტორიული დღეა. ეს არის თავისუფლება, თავისუფლება მუქარისა და შანტაჟისგან“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა. ამასთან, […]
საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან, ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ მიზნით, ხორციელდება ინვესტიციები ინფრასტრუქტურის განვითარებაში. „საქართველო ისტორიულად აკავშირებდა ევროპას აზიასთან და აღმოსავლეთს დასავლეთთან. ჩვენ გვსურს, შეძლებისდაგვარად აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ბევრს ვაკეთებთ […]
„დიფ სთეითისა“ და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით – არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას!- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი „დიფ სთეითს“ ემსახურება, „დიფ სთეითი“ კი – ოლიგარქიულ გავლენებს. „მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა „ნაც.აგენტურის“ და მისი პატრონების სუბორდინაციაში: […]
საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი. „ქართველი ხალხი ოპტიმისტურად აღიქვამს მოვლენებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვესმის ბოლოდროინდელი განცხადებები, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შესახებ. ამ პრობლემებზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. საკანონმდებლო ინიციატივაც გვქონდა გამჭვირვალობის შესახებ, რომელსაც აშშ-ის საელჩო […]
პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ შენობიდან გამართული მარშის მონაწილეებიც ლოზუნგით: „ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს“.
დონალდ ტრამპი, რომელმაც ახლახან დაიკავა აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობა, საარჩევნო დაპირებების შესრულებას შეუდგა. ტრამპი ტარიფებს უწესებს როგორც აშშ-ს მოკავშირე ქვეყნებს, ასევე ჩინეთს. იღებს მკაცრ ზომებს არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით. USAID-ის ფაქტობრივი ლიკვიდაცია აჩვენებს, რომ ომი ბიუროკრატიასთან არის არა ტრამპის ლოზუნგი, არამედ რეალობა. ტრამპი ასევე ცდილობს მაქსიმალურად დააჩქაროს უკრაინაში ომის გაყინვის პროცესი. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს მომავალ კვირას ეწვევა […]