1. Home
  2. სიახლეები
  3. პოლიტიკა

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურო საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ბიურომ საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება მიიღო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონგრესის ბიურო მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, სრულად სცეს პატივი ადამიანთა უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მხრივ ევროპულ სტანდარტებს, გზა გაუხსნას თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე, ასევე მოუწოდებს სამართლიანი მოპყრობისკენ ყველა ქართველის, მათ შორის ადგილობრივი არჩეული წარმომადგენლების მიმართ. „კონგრესის პრეზიდენტის, […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტს: რატომ მუშაობთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის გეგმების წინააღმდეგ? – დაუყოვნებლივ უნდა გაგათავისუფლონ თანამდებობიდან

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანმა, რიჩარდ გრენელმა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი, სტივ ჰერმანი გააკრიტიკა USAID-თან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო. „ნუთუ თქვენ არ ხართ გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული „რეპორტიორი“? რატომ მუშაობთ ბიუჯეტთან დაკავშირებით პრეზიდენტ ტრამპის რეფორმის გეგმების წინააღმდეგ? არ იქნება გადაჭარბებული იმის თქმა, რომ ეს მოღალატეობრივი ნაბიჯია. არ გაქვთ უფლება იმუშაოთ აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკის წინააღმდეგ, […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

,,აქციის მონაწილეები დღეს გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობენ”-გოგა მემანიშვილი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს აქციის რამდენიმე მონაწილე, რომლებიც პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. მისივე თქმით, აქციის მონაწილეები დღეს გზის გადაკეტვას ხელოვნურად ცდილობენ. „ჩვენ, პოლიციელებმა, არაერთგზის მოვუწოდეთ, რომ გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რადგან არ არის ამის საჭიროება. მოგეხსენებათ, პარლამენტის წინ არის საკმარისი ადგილი, სადაც შეუძლიათ, დადგნენ და გააპროტესტონ. არანაირად არ […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

,,რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს”- ზაალ ანჯაფარიძე

რომ იტყვიან, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე და დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟზე გამოძიება დაიწყო. ანჯაფარიძის განცხადებით, იყო მცდელობა არაერთი გავლენიანი ძალისგან თუ ორგანიზაციისგან როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე გარედან, […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა

დაპირისპირება მოხდა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მონაწილეები ტროტუარიდან გზის სავალ ნაწილზე გადასვლას და გზის გადაკეტვას ცდილობენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს პერიოდულად მიმართავენ, გადავიდნენ გზის სავალი ნაწილიდან. დაპირისპირების შედეგად, სამართალდამცველებმა ადგილიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის, „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ლევან გოგიჩაიშვილი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები.

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

მთავრობა „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს

Admin Tamuna
0
მთავრობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს“ შექმნას გეგმავს, რომელიც გრანტებს საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გასცემს. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. პროექტი მთავრობამ მოამზადა. მთავრობის ინფორმაციით, სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შერჩეულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე გასცემს. პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში სამოქალაქო ინიციატივების […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის დახმარების ფაქტზე“ გამოძიების დაწყება დაშინებისა და შევიწროვების ახალ ტალღაზე მიანიშნებს – თინა ხიდაშელი

Admin Tamuna
0
„ქართული ოცნება“ აცნობიერებს, რომ მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, წამება, პატიმრობა საპროტესტო ტალღის შესაჩერებლად საკმარისი არ არის და გაბრაზებულ ადამიანებს ვერც ახალ-ახალი რეპრესიული კანონების მიღება აჩერებს – სწორედ ამიტომ რეპრესიების კიდევ უფრო მძიმე ფორმა შემოგვთავაზეს, რომლის საშუალებითაც ათეულობით ადამიანის უმძიმესი ბრალდებებით დაპატიმრების შესაძლებლობას ქმნიან, – ასე ეხმაურება პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდანვე დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ და გაამჟღავნა სქემები – პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც ის იყო ორი კვირის წინ. ის მხილებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენას, რომელიც შესაძლოა არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას. „აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, ცხადად და მკაფიოდ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

როცა კრიმინალი, წამების სისტემის შემქმნელი გყავს ლიდერად, გასაგებია რა ოპოზიციასთან გვაქვს საქმე – შალვა პაპუაშვილი

Admin Tamuna
0
რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს ექსპრეზიდენტის განცხადებაზე, სადაც ის ამბობს, რომ საკმარისი ასოებითაა ჩაწერილი მსოფლიოს ისტორიაში და ეცოდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ ამ გაუბედურებულ ქვეყანაში რაიმე თანამდებობის დაკავებაში კონკურენტია. ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს სააკაშვილის იმ განცხადებაზეც, სადაც ასევე მოუწოდა […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას

Admin Tamuna
0
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მსოფლიო მთავრობათა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც, 11-13 თებერვალს, არაბთა გაერთიანებული საამიროები ქალაქ დუბაიში მასპინძლობს. საქართველოს მთავრობის მეთაური მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს 11 თებერვალს სიტყვით მიმართავს. პრემიერ-მინისტრი დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და […]

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა