აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. „ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში“, – განაცხადა ჰეგსეტმა. ამასთან, გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრისას მათ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს. „ევროპის კონტინენტი იმსახურებს, რომ […]
არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მსოფლიო მთავრობათა სამიტის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა. „არაბთა გაერთიანებული საამიროები ეკონომიკური წარმატების გამორჩეულ მაგალითს წარმოადგენს. ეს არის ქვეყანა, რომელმაც ინოვაცია, გამძლეობა და მდგრადი ზრდა უზრუნველყო. მისი პროგრესი არის ღირებული მოდელი, რომელიც აძლიერებს იდეას, რომ […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8004 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8004 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7813 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0191 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8889 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.8736 კურსი ლარს შეადგენდა. […]
რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, ჩვენი მთავრობა მტკიცედ ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის მყარ საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის. […]
10 თებერვალს, თბილისში, ირანის საელჩოში გაიმართა ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და სხვა ოფიციალური პირები, ასევე პოლიტიკოსები, მეცნიერების, კულტურის და რელიგიის სფეროს მოღვაწენი დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის ელჩმა მაჰმუდ ადიბმა საქართველოს მიულოცა საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება, მთავრობის დაკომპლექტება და აღნიშნა: ირანის საგარეო პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება […]
საქართველოში ბოლო წლებში გარე დაფინანსების პრობლემა სამი განზომილებით არსებობდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სამივე მიმართულებით ქვეყანა მოწყვეტილი იყო ისეთ საკითხებს, როგორიცაა დამოუკიდებლობა, ობიექტურობა, პარტიულ იდეოლოგიას მოწყვეტილი დასკვნების გაკეთება. „საქართველოში ბოლო წლებში გარე დაფინანსების პრობლემა იმ თვალსაზრისით არსებობდა, რომ ფული პოლიტიკური პროცესების ამოტრიალებისთვის იხარჯებოდა. აქ პრობლემა სამი განზომილებით […]
ზოგადად უნდა ითქვას, რომ განცხადებები და ის ნაბიჯები, რაც დღეს იდგმება ვაშინგტონში, იმ ფაქტების, იმ პოზიციების ერთგვარი გაგრძელება თუ აღიარებაა, რომლებსაც ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაჟღერებდით, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის მიერ საგარეო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილება უკავშირდება უცხო ქვეყნების დაფინანსებებს, […]
როდესაც შენ პროვოცირებ, შეურაცხყოფას შენ აყენებ, შენ გაქვს ბულინგის მცდელობა, გამოდის, რომ შენ ამას ძალით იწვევ და შემდეგ გინდა, საზოგადოებას მსხვერპლად მოაჩვენო თავი – თუ იქნება ერთი ისეთი მაგალითი, როცა ადამიანს არც შეურაცხყოფა აქვს არავისთვის მიყენებული, არც ფიზიკური დაპირისპირება და თავდასხმა აბსოლუტურად უმიზეზოდ შეიძლება მოხდეს, – ეს განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილთან […]
ყოველი რადიკალი ენჯეოს უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი, აქვეყნებს შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერის ერიკ ოტოსონის ვიდეოს. „ყოველი რადიკალი „ენჯეოს“ უკან, რადიკალი დონორი დგას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რადიკალური დღის წესრიგის უკან – შვედეთის ხელისუფლების დაფინანსება. შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის […]
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კიევს მომავალ კვირას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი უკრაინის მთავრობის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. CNN-ის ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი, სავარაუდოდ, უკრაინაში 20 თებერვალს ჩავა. მანამდე, კიტ კელოგს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაში კელოგის ვიზიტი თებერვლის ბოლოს იყო […]