უნდა ვნახო, ბოლომდე როგორ გააფარჩაკებ, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა, კანალიზაცია გვარამიას და სუტინიორ გიგი წერეთელს, – წერს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.

წითლიძე 28 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.:

,,დღის ბოლოს რაც გავიგეთ, შემდეგია:

გვარამიამ ბოლოს მაინც კომენტარებში ამოხეთქა და თქვა: აბა, 40 მლნ-ის აღებას რომ მაბრალებდით, რა გეგონათო?

ჩერგომ კვერი დაუკრა — აბა, რა ეგონათო.

გიგი წერეთელმა, იმის შიშით, ჩერგომ ისევ სუტინიორი არ დამიძახოსო, გაიყუსა.

ლევან ცუცქირიძემ — მე არ ვიცოდიო, ენმ-ს სიტყვით გამოსვლაზე თუ უარი უთხრეს, ჩემთვის რომ ეთქვათ, რამეს ვიზამდიო.

უცნაურია. მჯერა, რომ არ უთხრეს, მაგრამ თუ იმ ალიანსში არაფერს გეკითხებიან და ისე იღებენ გადაწყვეტილებებს, მანდ რა გინდათ? ანუ კიდიხართ?

„სტრატეგია აღმაშენებელმაც“ — მეც არ ვიცოდიო.

გაგიჟება შეიძლება.

ზურა გირჩმა ისეთი კომენტარი გააკეთა, დაბოლილები რომ აკეთებენ ხოლმე და თან მაგრად წვალობენ.

ამასობაში გაირკვა, რომ ჩერგომ თავის სამკაციან პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შესწირა.

უცნაურია, ღმერთმანი, რა შემოსავლებით?

საერთოდ, რა ხდება? ვინმემ ხომ არ იცით?

ჩერგოს ვულოცავ — მთელი ალიანსი კარგად კი ამოუსვამს იღლიაში.

Go ჩემო აღაია, უნდა ვნახო ბოლომდე როგორ გააფარჩაკებ, შენივე სიტყვებით რომ ვთქვა კანალიზაცია გვარამიას და სუტინიორ გიგი წერეთელს.

ხვალიდან უკვე საკონსტიტიცოს განხილვები განახლდება და მე ჩემი გამჭირვებია”.

            შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სიტყვით არ გამოსულან. ამავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ფედერალისტების“ წევრებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ინციდენტის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მონაწილის ბანერი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთად იყვნენ გამოსახული. ბანერის მფლობელს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მიმართა კითხვით: „პროვოკატორი ხარ?!“ მოგვიანებით ფავლენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აქციაზე პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.