თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ნაციონალური მოძრაობის განცხადებებითა და რეაქციებით მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული და რეალობას აცდენილი ბაბლი ინტერესდება. მისი თქმით, საზოგადოების მთავარი ინტერესი ახირებული ავტოკრატების გარეშე საქართველოს მომავალია და მისი გზავნილი მოქალაქეებამდე ყველა ფორმატითა და პლატფორმით მივა.
,,საქართველო ივანიშვილის გარეშე არ ნიშნავს მიშას დომინაციას.
ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა.
Thank me later, რომ
ახირებულ ავტოკრატებზე საუბრობთ აქციიდან მეორე დღეს, და არა მოსყიდულ გვარამიაზე, როგორც 26 მაისის შემდეგ მოხდა.
ყოველთვის ჯობია პოლიტიკური დისკუსია ცილისმწამებლურ ჭორაობას.
იშვიათად ვყოფილვარ ასეთი კმაყოფილი აქციის შემდეგ.
P.S. ყველა კონიუნქტურას აყოლილი იმაზე მეკამათოს, არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი, და არა იმაზე, რაც იმ ბანერზე არავის დაუწერია.
მაგრამ როცა არგუმენტი არ გაქვს, მოგონილ თემას უპირისპირდები, რომ კონიუნქტურას არ ჩამორჩე და თან მართალი იყო.
და მაინც - არის თუ არა მიშა ახირებული ავტოკრატი? რუსიაო არავის დაუწერია.” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
