1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა 97 დაშავდა
უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად,  14 ადამიანი დაიღუპა 97  დაშავდა

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა 97 დაშავდა

264
0

უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მასობრივი სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 14 ადამიანი, 97 კი – დაშავდა. უკრანული მედიის ცნობით, ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ განაცხადა.

„ფაქტობრივად, ეს მიმდინარე წლის 24 თებერვლიდან მეორე ასეთი მასშტაბური იერიში იყო, კრიტიკული ენერგეტიკული თვალსაზრისით კი, ეს ალბათ ყველაზე მასშტაბური დაბომბვა იყო თანამედროვე ისტორიაში. ამას შეიძლება, ეწოდოს ენერგეტიკული ტერორიზმი. ჩემი აზრით, ეს იყო ბირთვული ტერორიზმის გაგრძელება, ვგულისხმობ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის ძალების მხრიდან გამუდმებით ცეცხლის ქვეშ იყო“, – განაცხადა მინისტრმა.

მონასტირსკის თქმით, სარაკეტო დარტყმების შემდეგ ხანძარი 30 ადგილას ჩააქრეს. ათასზე მეტი დასახლებულ პუქნტს კი ელექტროენრგია ამ დრომდე არ მიეწოდება.