1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას” – დავით ქართველიშვილი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე
“არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას” – დავით ქართველიშვილი საფრანგეთის  ფინანსთა მინისტრის  განცხადებაზე

“არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას” – დავით ქართველიშვილი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებაზე

313
0

“იმედია ძალიან მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა – ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილი საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრის ბრუნო ლე მერის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა დასრულდეს აშშ-ის ეკონომიკური დომინირებით და ევროკავშირის დასუსტებით.

მისივე თქმით, თუ პროცესების მმართველების ხასიათს გავითვალისწინებთ, არ გაუკვირდება, ბრუნო ლე მერი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას.

„იმედია ძალიან მალე გააცნობიერებს ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი ევროპაში, რომ ამ ომმა, უკრაინის უბედურების გარდა – ევროპის დანგრევა, სრული ჩამოშლა და მასზე ამერიკის სრული დომინირება გამოიწვია. თუმცა, თუ პროცესების მმართველების ხასიათს გავითვალისწინებთ, არ გამიკვირდება, ეს კაცი მალე ჩამოაშორონ თანამდებობას…” – წერს ქართველიშვილი.

შეგახსენებთ,  საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნე ლე მერმა, ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა

უკრაინაში კონფლიქტმა არ უნდა გამოიღოს  ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება.

„კონფლიქტმა უკრაინაში შედეგად არ უნდა გამოიღოს ამერიკის ეკონომიკის დომინანტობა და ევროკავშირის დასუსტება. ჩვენ ვერ მივიღებთ, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორი ყიდის თავის გათხევადებულ გაზს ოთხჯერ ძვირად იმ ფასზე, რომლითაც მას თავის მწარმოებლებზე ყიდის“, – განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მზარდი ფასებისგან მოქალაქეების დასაცავად საფრანგეთი 2021-2023 წლებში ჯამში 100 მილიარდ ევროს დახარჯავს. მინისტრმა პრიორიტეტად გამოაცხადა საფრანგეთის ენერგორესურსებისა და სურსათის მზარდი ფასისგან დაცვა.