1. Home
  2. TOP სიახლე
  3. უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში, მტრის 73 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს- უკრაინის გენშტაბი

უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში, მტრის 73 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს- უკრაინის გენშტაბი

უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში, მტრის 73 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს- უკრაინის გენშტაბი
92
0

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„ოკუპანტებმა გასული დღის განმავლობაში განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო და 32 საჰაერო დარტყმა, ასევე 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა, სხვადასხვა მიმართულებით, გაანადგურეს 73 საჰაერო სამიზნე, მათ შორის 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზიანდა. „ეს დასახლებებია: კიევი, ლვოვი, რივნე, ჟიტომირი, ტერნოპილი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, პრილუკი, ნიჟინი, კონოტოპი, ხარკოვი, კრემენჩუკი, დნიპრო, კრივი რიჰი, ზაპორიჟიე, მიკოლაივი, ოდესა. დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები“, – აცხადებენ გენშტაბში.