1. Home
  2. TOP სიახლე
  3. “რა ჭირს ჯო ბაიდენს – დემენცია, კიბო თუ კორონავირუსი?” – The Spectator
“რა ჭირს ჯო ბაიდენს – დემენცია, კიბო თუ კორონავირუსი?” – The Spectator

“რა ჭირს ჯო ბაიდენს – დემენცია, კიბო თუ კორონავირუსი?” – The Spectator

541
0

დიდი ბრიტანეთის ჟურნალ „სფექთეითორის“ (The Spectator) ავსტრალიურ ვერსიაში გამოქვეყნდა რეპლიკა-კომენტარი სათაურით „რა ჭირს ჯო ბაიდენს – დემენცია, კიბო თუ კორონავირუსი?“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბოლო დროს ჯო ბაიდენი თავის ავადმყოფობებზე ლაპარაკობს: ამას წინათ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დელავერში, თავის სახლში ცხოვრების დროს, ადგილობრივი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მიერ გარემოს გაჭუჭყიანების გამო მას კიბო გაუჩნდა: „აი, სწორედ ამ ქარხნის გამო მე ჩემი თანატოლები კიბოთი დაავადმყოფდით და ამიტომ არის, რომ დელავერში დაავადების ყველაზე დიდი რაოდენობა შეიმჩნევა ქვეყნის მასშტაბით“. 

მოგვიანებით თეთრი სხლის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ჯო ბაიდენი დიდი ხანია არამელანოციტარული კიბოსაგან გამოჯანმრთელდა და საერთოდ, ეს ფაქტი პრეზიდენტად მის არჩევამდე მოხდაო, მაგრამ არ აუხსნია, რატომ თქვა პრეზიდენტმა ეს ყველაფერი ახლა.

როგორც ჩანს, ჯო ბაიდენი კორონავირუსითაც დაავადდა და ახლა კარანტინშია, თეთრი სახლიდან დისტანციურად მუშაობს.

უფრო ადრე „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერდა, თუ რამდენად დისკომფორტულია ჯო ბაიდენის ასაკი როგორც მისთვის, ასევე მისი პარტიისთვისაც – განსაკუთრებით იმიტომ, რომ იგი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მუხუცი პრეზიდენტის სახელით შევიდა. მართლია, მას თითქოსდა თავის დროზე წარმატებით გაიარა კოგნიტიური ტესტი, მაგრამ მოარული ხმები მაინც არ იფანტება -თითქოსდა მის თავში ყველაფერი კარგად არაა და მას შესაძლოა ასაკობრივი გონებასუსტობა (დემენცია) სჭირდეს.

დემენციის სიმპტომებია მახსოვრობის დაკარგვა, გონებაგაფანტულობა, აზრის გამოთქმის სირთულე, დეზორიენტირება, კომუნიკაციის წარმართვის სიძნელე და სხვა მრავალი – ის, რაც საზოგადოებამ კარგად იცის. ჩვენც კარგად გვაქვს ნანახი, თუ როგორ უწვდიდა ჯო ბაიდენი ხელს ჩამოსართმევად „უჩინარ ადამიანს“, ორიენტაცია ეკარგება, რაღაც სისულელეს ლაპარაკობდა და ახლობლების სახელები ავიწყდებოდა… 

მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ ჯო ბაიდენი ხვდება – მას პრობლემები აქვს და შეიძლება საკუთარ თავს ეკითხება კიდეც: შეეფერება იგი თავის თანამდებობას?

პრეზიდენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ზუსტად და აშკარად ცნობილი არ არის (თვით მისი ადმინისტრაციისთვისაც კი), ამიტომ სიტუაცია ძალიან გაუგებარია. 

შეუძლია თუ არა ჯო ბაიდენს პრეზიდენტის ფუნქციების შესრულება გააგრძელოს?

მისი ვიზიტი საუდის არაბეთში თითქმის კატასტროფით დასრულდა: [ეტყობა, ვერ გაიაზრა, თუ ვინ იყო მის წინ] და ამიტომ მან ხელი ჩამოართვა მკვლელებს, შემდეგ კი რეალობასთან შორს მსგავს ამბებზე უადგილოდ დაიწყო ლაპარაკი.

საბოლოო ჯამში კი უკვე მის მშობლიურ დემოკრატიულ პარტიაშიც კი დაიწყეს ბუზღუნი, რომ ჯო ბაიდენი ძალიან დაბერდა და მისი ხელმეორედ არჩევა პრეზიდენტად უხერხული იქნებაო.

წყარო