1. Home
  2. TOP სიახლე
  3. მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების – თინა ხიდაშელი
მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების – თინა ხიდაშელი

მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების – თინა ხიდაშელი

338
0

მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების, – ასე ეხმაურება სოციალურ  ქსელში  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი   ირაკლი კობახიძესა და ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს შორის მომხდარ ინციდენტს.

 

“მამის გამო შვილისთვის პასუხის მოთხოვნა, სახელების ძახილი და სხვა (აქ არ შევდივარ იმის გარჩევაში რა არის მართალი და რა ტყუილი მამის შესახებ) უკიდურესად დიდი ქაჯობა, უკულტურობა და უზარმაზარი მანკიერებაა ჩვენი საზოგადოების.

სიმართლე გითხრათ ეს რომ ჩვენში ჩვეულებრივ ამბად იქცა და დიდად არავის აწუხებს უფრო ფუნდამენტური და სიღრმისეული ტრაგედია მგონია ვიდრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის უზრდელობა.

ის. რომ უზედელი და თავხედია და თავს ვერ აკონტროლებს მისი პირადი პრობლემაა, ქვეყნის ტრაგედია არ არის. ქვეყნის ტრაგედია ბიძინაა რომელიც მას და ბევრს ისე ათამაშებს და სახეს აკარგვინებს როგორც იმ კონკრეტულ მომენტში დასჭირდება საკუთარი სარგებლისთვის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მაგრამ ქვეყანაში უმრავლესობას საერთოდ არაფრად რომ მიაჩნია ეს მამაშენი კაგებეშნიკი იყო გაუთავებელი ძახილი, ბულინგი და დანამუსება ამას არ ვიცი რა ეშველება. კობახიძე ხვალ აღარ იქნება პარტიის თავმჯდომარე და მისი პარტიაც აღარ იქნება და ისიც არავის გაახსენდება, თქვენ კი ასევე გააგრძელებთ ამ ამბავს როგორც მიშას დროს, როგორც ბიძინას დროს, სწორედ მათ ტრენდზე იქნებით და არაფერი შეიცვლება. მთავარი მუდამ გვერდზე დარჩება და მეასე ხარისხოვანს შევალევთ დროს და ენერგიას”, – წერს თინათინ ხიდაშელი.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესა და და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძის მამის “კაგებეს” შესაძლო აგენტობის შესახებ.