დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ- გია ვოლსკი

Editor Dali
-1
დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, გეგმა ჯახი და სისხლის დაღვრაა, რათა დაძაბულობა გაიზარდოს. „ვითარებაზე გეოპოლიტიკა იმდენად ზემოქმედებს, რომ ცალკეულ შემთხვევებზე ჩამოსვლა საჭიროა, მაგრამ ყურადღება ამაზე არ უნდა გადავიდეს. ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას გადახედეთ, დაპირისპირების დროს […]

თუ უნდათ მოლაპარაკების გახსნა – დადონ მაგიდაზე, დღესვე მოვაწერ ხელს, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, ჩვენი მხრიდან შემდეგი 4 წლის განმავლობაში ეს საკითხი არ დადგება დღის წესრიგში, იმისთვის, რომ არავის დავუტოვოთ შანტაჟის ინსტრუმენტ -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
მოლაპარაკებების გახსნით შანტაჟი უნდა დასრულდეს, კეთილი ინებონ, თუ უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, დადონ მაგიდაზე და დღესვე მოვაწერ ხელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს შეეძლო, ბრიფინგზე ეთქვა, რომ უარს ამბობს ოთხი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნაზე, თუმცა ეს არ უთქვამს. „ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მხრივ დღის წესრიგიდან ვხსნით ამ […]

როგორ შეიძლება, აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ამას საერთო არ აქვს მშვიდობიან პროტესტთან, ან რას აპროტესტებდნენ, წარმოდგენა არ აქვთ, რა თქვა კობახიძემ- გურამ მაჭარაშვილი

Editor Dali
0
როგორ შეიძლება, აქცია მოაწყო ჯოხებით, ქვებით, ცეცხლის წაკიდებით, ბარიკადებით, ამას არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია შანსს არ უშვებს, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. „კარგად ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, რადიკალური ოპოზიცია შანსს არ უშვებს ხელიდან, […]

„გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ – ვინ გიშლით ამას?”- კახა კალაძე ევროკავშირს

თბილისის მერმა და “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ევროკავშირს მოუწოდა, თუ მოლაპარაკებების გახსნა სურთ, გახსნან. მისი განმარტებით, საქართველო მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ამ საკითხით შანტაჟის უფლებას მმართველი გუნდი არავის მისცემს. “აქ ვართ, პარტიის გენერალური მდივანი ვარ, ასევე – დედაქალაქის მერი. გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ – ვინ გიშლით ამას? მაგრამ ამით როდესაც […]

“საქართველო არჩევნების შემდეგ: ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი იქნება”-უცხოური პრესა 

Editor Dali
0
გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “საქართველო არჩევნების შემდეგ: ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, სავარაუდოდ, პრეზიდენტი იქნება” (ავტორი – ნიკოლას ბუტილინი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: საქართველოს მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ასარჩევად ყოფილი ფეხბურთელისა და პარლამენტის ამჟამინდელი წევრის მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა წამოაყენა. ანტიდასავლელი კანდიდატი ამრიგად, 53 წლის ანტიდასავლელი პოლიტიკოსი და ხისტი კურსის […]

აქციიდან შეყვანილი რვა პაციენტიდან სამმა კლინიკა უკვე დატოვა

ინგოროყვას კლინიკაში აცხადებენ, რომ აქციიდან მათთან შეყვანილი რვა პაციენტიდან სამმა კლინიკა უკვე დატოვა. როგორც კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, ხუთი პაციენტი კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს. „ერთ პაციენტს, გერმანიის მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერჯერობით მისი გაწერა არ იგეგმება. მას ჰქონდა ქალასარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა. ამასთან, კიდევ […]

,,აინთო „ტიკ-ტოკ“ ცნობიერება – ხელისუფლება ევროკავშირთან მოლაპარაკებებს წყვეტსო”- ზურაბ ქადაგიძე

დიახ, არ არსებობს შანტაჟის საფუძველი და ინსინუაციასაც ვერავინ შეძლებს. დიახ, შანტაჟის საფუძველი გამოეცალათ ხელიდან გლობალურ “პოლტ-კონიუნქტურშჩიკებს”. დიახ, ჯერ პატივი უნდა სცენ საქართველოს სუვერენიტეტს და ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას! – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების […]

,,მედიის წარმომადგენლებს სასტიკად უსწორდებოდნენ დანაშაულების დაფიქსირების პროცესში”-მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. „სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ […]

საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროინტეგრაციის გაგრძელება, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა -პაველ ჰერჩინსკი

Editor Dali
0
ვფიქრობ, რომ დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. ჩვენ ვიხილეთ ბატონი კობახიძის გუშინდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ევროინტეგრაციის გაგრძელებით. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩემთვის ეს ნამდვილად გულსატკენია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩის თქმით, გუშინ მომხდარი ეწინააღმდეგება ქართველების დიდი უმრავლესობის […]

სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმული დაზიანება არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება -ექიმი ნიკა კაპანაძე აქციაზე დაშვებულებზე

Editor Dali
0
სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები მათ არ ჰქონიათ. ყველა პაციენტი უკლებლივ არის სტაბილურ მდგომარეობაში, – განაცხადა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე დაშავებულ მოქალაქეებზე საუბრისას კავკასიის მედიცინის ცენტრის ექიმმა ნიკა კაპანაძემ. „არის რამდენიმე ათეული პაციენტი, რომლებსაც სხეულის სხვადასხვა არეში, მათ შორის სახისა და თავის არეშიც აქვთ დაზიანება მიყენებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკური კვლევების შემდგომ გადაწყდება მათი დისპოზიციის საკითხი. ამ […]

ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი – საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 თანამშრომლის განცხადება

Editor Dali
0
დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. განცხადებას ამ დროისთვის საგარეო უწყების 44 თანამშრომელი აწერს ხელს. განცხადების თანახმად, მათი როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. “წლების განმავლობაში, […]

აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი -შსს

Editor Dali
0
აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე […]