თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

Editor Dali
0
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირებული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ითხოვდა. კერძოდ კი, პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის […]

2028 წლის ბოლომდე არ დავაყენებთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს, უარს ვამბობთ ევროკავშირიდან გრანტზე, განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა არავის მივცემთ მუდმივი შანტაჟის საშუალებას-ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როცა საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარკები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში […]

ევროპულმა საბჭომ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

Editor Dali
0
ევროპულმა საბჭომ, ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, ევროკომისიის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ის უფლებამოსილების შესრულებას პირველი დეკემბრიდან შეუდგება. ამგვარად, ევროკომისიის პრეზიდენტი მეორე ვადით იქნება ურსულა ფონ დერ ლაიენი. საგარეო საკითხთა და უსაფრთხოების პოლიტიკის კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ამ ადგილზე ჯოზეფ ბორელს შეცვლის. ის ასევე იქნება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება, […]

ჩინელი თავდაცვის მინისტრი – კორუფციონერი?! რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადმირალის წინააღმდეგ – Financial Times

Admin Tamuna
0
ბრიტანული გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჩინელი თავდაცვის მინისტრი – კორუფციონერი?! რატომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ადმირალის წინააღმდეგ“ (ავტორი – დიმიტრი სევასტოპულო). როგორც სიტუაციაში გარკვეული ამჟამინდელი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები ამბობენ,  ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის სახალხო-გამათავისუფლებელ არმიაში მომხდარ კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, ადმირალი დუნ ძინი, […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 ნოემბერს

Admin Tamuna
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7418 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7422 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8907 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8856 ლარს შეადგენდა. […]

ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს

Admin Tamuna
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, თბილისის მერის, კახა კალაძის, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას მოითხოვს. „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დემოკრატიულ […]

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს

Admin Tamuna
0
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკომისიას საქართველოს უვიზო სტატუსის გადახედვისკენ მოუწოდებს. ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციას მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 72 ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 82-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან ევროკავშირის დონეზე ოფიციალური კონტაქტების მკვეთრად შეზღუდვისკენ მოუწოდებს და საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს კიდევ ერთხელ გმობს. […]

გადაჭარბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული – ლევან დავითაშვილი

Admin Tamuna
0
გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი საუბრობს ასეთი ფორმით, რასაც ბოლომდე ეკონომიკური საფუძველი არ აქვს – გადაჭარბებულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთანაა დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა „არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე […]

განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული – მთავარია, წინ გავიხედოთ – პრემიერი

Admin Tamuna
0
განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული – ლაშა ბუღაძის პიესები ვასწავლოთ და ძალიან კარგად დავინახავთ, როგორ განათლებას მიიღებენ მოსწავლეები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, განათლების სისტემაში „ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული, რომელიც ბოლომდე უნდა შეიცვალოს“. „განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, […]

ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
ერთ-ერთი მთავარი ლეგიტიმაცია გვაქვს იმაზე, ამ არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, რომ, დიახ, ამ ქვეყანაში კაცს ერქმევა კაცი და ქალს ერქმევა ქალი და ეს ვერ გახდება სასაცილო ამბავი ვერასდროს- ოპოზიცია ხშირად ისეთ ალტერნატივებს სთავაზობს საზოგადოებას, რომლის ფარგლებშიც, ვიღაცებს უჩნდებათ წარმოდგენა,თითქოს ევროპა არის ლგბტ კანონის გაუქმების მოთხოვნა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, […]

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა

Editor Dali
0
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა. პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არავინ იყო. ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა, ასეთია: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი […]

ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი, რომ ისინი პატივს სცემენ ჩვენს ღირსებას, ევროკავშირმა უნდა დაგვიმტკიცოს, რომ მისთვისაც არის პრინციპულად მნიშვნელოვანი მშვიდობით ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, როცა საუბარია ღირსებით ევროკავშირისკენ სვლაზე -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
ჩვენი საარჩევნო სლოგანი გახლდათ „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ” და ეს არის ჩვენი სამთავრობო პროგრამის სათაური;  ჩვენი მიზანია მშვიდობის მყარად შენარჩუნება ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ღირსება არის ეროვნული ინტერესების დაცვის უპირველესი და უმთავრესი გარანტი. „ჩვენი მიზანია ღირსებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა და […]