საქართველოში “ნაცმაიდანი” ვერ შედგება, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას -ირაკლი კობახიძე

Editor Dali
0
გუშინ ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას, რომელიც ოთხი პოლიტიკური პარტიის სახით არის წარმოდგენილი. „უკვე მესამე წელია, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები, […]

 მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს – დაუშვებელია ამ გზიდან გადახვევა! -ხვიჩა კვარაცხელია

Editor Dali
0
მტკივა ჩემი ქვეყანა, მტკივა ჩემი ხალხი – მტკივნეული და ემოციურია იმ ვიდეოების ყურება, რაც ვრცელდება, შეწყვიტეთ ძალადობა და აგრესია! საქართველო იმსახურებს ევროპას დღეს ისე როგორც არასდროს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, საქართველო ქართველ ხალხს ეკუთვნის და მათზე მაღლა არავინ დგას. „მოგესალმებით, ვადევნებ თვალს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს […]

შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას საქართველოში -საფრანგეთის საგარეო უწყება

Editor Dali
0
შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების შესახებ ცნობებით, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების მიხედვით, საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება ვითარებას საქართველოში. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საფრანგეთი ევროპელ პარტნიორებთან ერთად, მხარს დაუჭერს საქართველოს მოსახლეობის ევროპულ მისწრაფებებს. „საფრანგეთი ყურადღებით აკვირდება საქართველოში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეშფოთებული ვართ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ […]

ვოლოდიმირ ზელენსკის მეორე ვადით არჩევას უკრაინელთა 16% უჭერს მხარს, 60% კი მიიჩნევს, რომ მან კენჭი საერთოდ არ უნდა იყაროს – The Times

Editor Dali
0
გამოცემა The Times კიევის სოციალური მონიტორინგის ცენტრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ავრცელებს. გამოკითხვის მიხედვით, ზელენსკის მეორე საპრეზიდენტო ვადით არჩევას უკრაინელთა მხოლოდ 16% უჭერს მხარს. ამასთან, დაახლოებით 60% მიიჩნევს, რომ მან შემდეგ არჩევნებში კენჭი საერთოდ არ უნდა იყაროს. „ძალიან რთულია იყო პოპულარული პრეზიდენტი, როდესაც სამი წლის განმავლობაში, ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ომი გაქვს. ხალხი დაიღალა და თითქმის ყველას ჰყავს […]

ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მოგმართავთ! გამოფხიზლდით! -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს მიმართავს მოუწოდებს მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია საქართველოში „რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ“. როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ახლა დუმილი აღარ შეიძლება. „ევროპასა და ამერიკაში მაცხოვრებელ თანამემამულეებს! ნაცნობებს თუ უცნობებს, თქვენ მოგმართავთ! გამოფხიზლდით ! დროა გამოხატოთ მკაფიოდ თქვენი პოზიცია ამ უსასტიკეს, დაუნდობელ რუსულ სტილში ჩატარებულ სპეცოპერაციების მიმართ, თავისუფალი გამოხატვის ჩახშობის […]

ევროპა გაიღვიძე! -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
ევროპა გაიღვიძე! -ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, თბილისის ქუჩებში ევროპულ იდეალებს სასტიკად ანადგურებენ. „სწორედ ევროპა და ევროპული იდეალებია, რომლებსაც ეს რუსი მარიონეტები თბილისის ქუჩებში მიზანმიმართულად და სასტიკად ანადგურებენ. ევროპა გაიღვიძე!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

“არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ”-ჯო უილსონი

Editor Dali
0
არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან, სანქციები უნდა დავაწესოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენ არალეგიტიმური რუსი მარიონეტების წინააღმდეგ, რომლებიც ქართველ ხალხს თავს ესხმიან და მათ სუვერენიტეტს უარყოფენ, სანქციები უნდა დავაწესოთ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. მოხარული ვარ, რომ ამის შესახებ მოწოდება „რესპუბლიკური […]

პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 107 პირი -შსს

Editor Dali
0
პარლამენტის შენობასთან აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 107 პირი, – ამის შესახებ ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. „მთელი ღამის განმავლობაში აქციის […]

რუსთაველის გამზირზე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს – სამართალდამცველებმა გამოიყენეს კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებები – შსს

Admin Tamuna
0
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. უწყება აქციის მონაწილეებს მოოუწოდებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყება იმოქმედებს კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე […]

მოვუწოდებთ როგორც ხელისუფლებასა და ძალოვანებს, ისე პროტესტის მონაწილეებს, თავი შეიკავოთ აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან – საპატრიარქო

Admin Tamuna
0
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „▪️ ამა წლის 29 ნოემბერს, გამთენიისას, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენები ჩვენს გულისტკივილსა და შეშფოთებას იწვევს. ▪️ მიუხედავად მთავრობის წარმომადგენლების განმარტებებისა, როგორც გუშინ, ასევე დღეს, რომ საქართველო არ უხვევს ევროპული კურსიდან და უარს არ ამბობს ევროპულ ფასეულობებზე, საზოგადოების ნაწილისათვის ეს განმარტებები საკმარისი და დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მშვიდობიანი […]

ძალიან მაგარია საქართველო, ჩანს, რომ არავინ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს – მივმართავ სამართალდამცავებს, არ აწიოთ ხელი მოქალაქეებზე – პრეზიდენტი

Admin Tamuna
0
მინდა მივმართო სამართალდამცავებს – არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე! თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით! არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც თქვენს ჩართულობასა და დარბევას მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში არის „უაღრესად მშვიდობიანი პროტესტი“. „ძალიან მაგარია საქართველო და მაგარია მისი საზოგადოება. […]

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლის გამოყენება დაიწყო

Admin Tamuna
0
9 აპრილის ქუჩაზე მობილიზებული სპეცრაზმი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლს იყენებს. წყლის ჭავლის გამოყენებამდე ადგილზე ადგილი ჰქონდა საპოლიციო ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთი ისროლეს. აქციის მონაწილეები პიროტექნიკასაც იყენებენ. სავარაუდოდ, დაშავდა აქციის ერთ მონაწილე, ასევე დაშავებულები არიან პოლიციელები. აქციის დაშლამდე გაისმა მოწოდება წესრიგის დაცვისკენ, […]