მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს – შსს

Admin Tamuna
0
შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. უწყება განმარტვს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში. „აქციის მონაწილეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ მათი პროტესტი არ გასცდეს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, შეკრებილთა ნაწილი, სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, […]

საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება – ლაშა ტალახაძე

Admin Tamuna
0
დღევანდელი ახსნების მერეც ვინც აპროტესტებს, იმას გაგება არ უნდა ე.ი. საქართველო ევროპაა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა პირობა შესრულდება. ეს ითქვა. არავის უთქვამს, რომ პროცესი ჩერდება, პირიქით, გრძელდება მუშაობა შეთანხმების თითოეულ პუნქტზე , – წერს „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ლაშა ტალახაძე ევროკავშირთან მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჩერების თაობაზე. მისივე თქმით, ხელისუფლება არ აპირებს „4 წელი ეხვეწოს ევროკავშირს მოლაპარაკებების გახსნა”, […]

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს – საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები

Admin Tamuna
0
საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციურ ნებას უგულებელყოფს და ქვეყნის უზენაესი კანონის 78-ე მუხლით დადგენილ კონსტიტუციურ ვალდებულებას ეწინააღმდეგება. განცხადებაზე ხელმომწერები სახელმწიფო ორგანოებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს მიმართავენ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია […]

აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს – შს მინისტრის მოადგილე

Admin Tamuna
0
აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს არ გასცდნენ შეკრება/მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისგან. “აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ […]

ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი – თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? – მამუკა მდინარაძე

Admin Tamuna
0
ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი – თუ შეჩერებული იყო, ჩვენ რაღა შევაჩერეთ? – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას აღნიშნა. მისი თქმით, 2028 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების 90%-ზე მეტი ექნებათ შესრულებული. „ელჩი არჩევნებამდე ამბობდა, რომ შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ახლა შეეწინააღმდეგა თავის […]

“ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა”-თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი

Editor Dali
0
ვაცნობიერებთ რა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასავლელი პარტნიორების წვლილს საქართველოს თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობების განვითარების პროცესში, ერთგული ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულებისა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ისინი ეხმაურებიან საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას 2028 წლამდე შეწყვიტოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები. განცხადებას ამ დროისთვის 50-მდე თანამშრომელი აწერს ხელს. […]

,,გლობალური ესკალაცია და მისი შედეგები”- ავთანდილ წულაძე

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, 2024 წლის ბოლოს გლობალური ესკალაცია აღინიშნება. რადიკალური ცვლილებების მოლოდინმა მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი მოთამაშეების გააქტიურება გამოიწვია. აშშ-ის მიმავალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოულოდნელად დაიწყო კონფლიქტის ესკალაცია რუსეთთან. ბაიდენის ნებართვა უკრაინისთვის რუსეთს Atacams რაკეტებით დარტყმის შესახებ მოსკოვში წითელი ხაზების გადაკვეთად აღიქმება. საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინულ «იუჟმაშის» ქარხანას საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტით შეუტია. […]

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 ნოემბერს

Editor Dali
0
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0376 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა. […]

ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო – საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში

Editor Dali
0
ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი #ევროპა და მეტი #ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! – ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თარაშ პაპასქუა წერს “დღეს, როცა რუსეთი: -აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; -აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; -ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას… ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება […]

“დონალდ ტრამპი როგორც დასავლეთის გადარჩენის უკანასკნელი შანსი საბოლოო დაცემისაგან”-The Sunday Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 29 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “დონალდ ტრამპი როგორც დასავლეთის გადარჩენის უკანასკნელი შანსი საბოლოო დაცემისაგან“ (ავტორი – ალისტერ ჰიტი, The Sunday Telegraph-ის რედაქტორი). მასალაში ნაჩვენებია, თუ რა პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია მსოფლიოსათვის დონალდ ტრამპის იდეების განხორციელებას. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: დონალდ ტრამპი შორს არის იდეალურობისაგან, მაგრამ იგი დღეს ჩვენს […]

ჩვენ საკითხს 2028 წლამდე არ დავაყენებთ, თავად დადონ მაგიდაზე და ნებისმიერ დროს ხელს მოვაწერთ – მგონი რთული გასააზრებელი არ უნდა იყოს! -მდინარაძე

Editor Dali
0
პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს: 1. ჩვენი მხრიდან ოთხი წლის განმავლობაში გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ევროპული ვალდებულებების შესრულებაზე, თუმცა დღის წესრიგში არ იქნება დაყენებული მოლაპარაკებების გახსნის საკითხი იმისათვის, რომ ეს თემა ვინმემ შანტაჟის იარაღად არ გამოიყენოს. თუ ასეთი გადაწყვეტილება მათი მხრიდან […]

დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ- გია ვოლსკი

Editor Dali
-1
დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. ამ პროვოკაციებს არ უნდა აჰყვეთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, გეგმა ჯახი და სისხლის დაღვრაა, რათა დაძაბულობა გაიზარდოს. „ვითარებაზე გეოპოლიტიკა იმდენად ზემოქმედებს, რომ ცალკეულ შემთხვევებზე ჩამოსვლა საჭიროა, მაგრამ ყურადღება ამაზე არ უნდა გადავიდეს. ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას გადახედეთ, დაპირისპირების დროს […]