ერთგული ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი – საგარეო საქმეთა სამინისტროს 44 თანამშრომლის განცხადება

Editor Dali
0
დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს,- ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. განცხადებას ამ დროისთვის საგარეო უწყების 44 თანამშრომელი აწერს ხელს. განცხადების თანახმად, მათი როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. “წლების განმავლობაში, […]

აქციის მონაწილეების მხრიდან პოლიციის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შსს-ს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი -შსს

Editor Dali
0
აქციის წევრების მხრიდან, პოლიციის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად, დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად. „შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მობილიზებულები არიან საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე […]

29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

Editor Dali
0
ვერძი თუ არასტანდარტული მეთოდებით იმოქმედებთ, მიზნის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ. იგივე ეხება გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. დღევანდელი მოვლენები საინტერესო შესაძლებლობებს და კეთილდღეობის შანსს გთავაზობთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, თუმცა ზედმეტი დატვირთვა არასასურველია. კურო პრობლემებით სავსე, რთული დღეა. ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრა და სწრაფი რეაქციის გამოჩენა დაგჭირდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და სხვისი […]

საზოგადოება ბრძენია და საბოლოო ჯამში, ყველაფერს კარგად ხედავს, ცოტა ხანში მოიხსნება ისტერიული ფონი, რასაც ზურაბიშვილი ცდილობს პრეზიდენტის რეზიდენციიდან -შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
ჩვენ ეს ისტერია უკვე ვნახეთ, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, გადის თუ არა კიდევ ერთხელ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რას უპასუხებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის ნაბიჯებს. შალვა პაპუაშვილის თქმით, საზოგადოება საბოლოო ჯამში ყველაფერს კარგად ხედავს. „ეს კინო ხომ ბევრჯერ გვაქვს ნანახი? დაწყებული […]

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში – თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება -შსს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. როგორც უწყების მიმართვაშია ნათქვამი, თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. “საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი […]

ოთხი პუნქტიდან რომელია ევროპაზე უარის თქმა, კონკრეტულად რომელ პუნქტს აპროტესტებენ, ის მაინც გვითხრან, ვუპასუხებდით რამე კონკრეტულს -მამუკა მდინარაძე

Editor Dali
0
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადება ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს. როგორც მამუკა მდინარაძე განმარტავს, გრძელდება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 2030 წლისთვის საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირის წევრობისთვის იქნება მზად. „ჩვენი განცხადება, სამომავლო გეგმის თვალსაზრისით, ოთხ მთავარ პუნქტს მოიცავს: 1. ვაგრძელებთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი […]

დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები, დაინიშნოს ახალი არჩევნები-სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
დიპლომატიურ კორპუსს მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები, დაგვეხმარონ ერთადერთ მოთხოვნაში, ახალი არჩევნების დანიშვნაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, მან დღეს ელჩებს სთხოვა, რომ მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც აქამდე იყო მისაღები. „დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. […]

სანამ ევროპა არ გათავისუფლდება საკუთარი ცივილიზაციის დამღუპველი ტენდენციებისაგან, სანამ ევროპა გონზე არ მოვა – საქართველოს ამ თანამედროვე „სოდომსა და გომორად“ ქცეულ სუბსტანციაში არაფერი ესაქმება-დავით ქართველიშვილი

Editor Dali
0
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება. დღევანდელი ლიბერალ-ფაშისტური, ლგბტ „ფასეულობებზე“ დამყარებული ბოროტების იმპერია როდემდე უნდა ყოფილიყო ან მიმზიდველი, ან ჩვენი გაუთავებელი „გაროზგვის“ სუბიექტი ტოტალურ უსამართლობაზე დამყარებული შანტაჟისა და დაშინების წნეხის გზაზე, – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ არც ერთი იმპერიის წნეხის ქვეშ საქართველო ღირსებას არ კარგავდა. ანალიტიკოსის თქმით, სანამ […]

ევროკავშირმა უკვე დიდი ხანია, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროგრესის შესაძლებლობა, თუმცა საქართველო სავარაუდოდ დარჩება კანდიდატ ქვეყნად -რიკარდ იოზვიაკი 

Editor Dali
0
უბრალოდ ორთქლის გამოშვება საქართველოს მთავრობისგან, –  ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ევროკავშირმა უკვე დიდი ხანია, შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების ნებისმიერი პროგრესის შესაძლებლობა. „თუმცა, საქართველო სავარაუდოდ დარჩება კანდიდატ ქვეყნად. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ის გაუუქმეს, იყო ისლანდია, მას შემდეგ, რაც მან 2015 წელს ეს ითხოვა, წევრობის განაცხადის წარდგენიდან ექვსი […]

იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა – დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი-მამუკა ხაზარაძე

Editor Dali
0
იწყება ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა! დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და მომავალი!, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე წერს. მამუკა ხაზარაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. […]

ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა -გიორგი გახარია

Editor Dali
0
გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით დააგვირგვინა, – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა. „გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება „ოცნებამ“ დააგვირგვინა ქვეყნის […]

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო

Editor Dali
0
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ექსტრადირებული იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. დღევანდელ პროცესზე სადიგოვის ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხი განიხილებოდა. სხდომას ესწრებოდა თავად დაკავებული ჟურნალისტიც, რომელიც თითქმის, ორი თვეა, შიმშილობს. სადიგოვი პენიტენციური დაწესებულებიდან ეტლით მოიყვანეს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე მისი შუამდგომლობის დასაშვებად ცნობას ითხოვდა. კერძოდ კი, პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე აფგან სადიგოვის აზერბაიჯანის […]