პოლიციელებს ვეუბნები, იცოდეთ, ყველას სახელი და გვარი გვეცოდინება, ვინც ამ დანაშაულს ასრულებს, სათითაოდ დაგაიდენტიფიცირებთ -გიორგი ვაშაძე

Editor Dali
0
პოლიციელებს ვეუბნები, თქვენ, სულ ყველა, იცოდეთ, სათითაოდ დაგაიდენტიფიცირებთ, ყველას სახელი და გვარი გვეცოდინება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, შექმნილია შესაბამისი ჯგუფი. „შინაგან საქმეთა სამინისტრო კი არა, ეს არის ნაძირალების ხროვა. პოლიციელებს ვეუბნები, თქვენ, სულ ყველა, იცოდეთ, სათითაოდ დაგაიდენტიფიცირებთ. გაკეთებული გვაქვს ჯგუფი. ყველას სახელი […]

 ამ პროცესს პოლიტიკური მდგენელი აღარ აქვს – ამას ჰქვია სამოქალაქო პუტჩი -ბიძინა გიორგობიანი

Editor Dali
0
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის სამოქალაქო პუტჩი. „ამ პროცესს პოლიტიკური მდგენელი აღარ აქვს, პოლიტიკური ნაწილისგან დაცლილია. უკვე სამი დღეა მიმდინარეობს პირდაპირი სამოქალაქო დაპირისპირება, ამას ჰქვია სამოქალაქო პუტჩი, სადაც სამხედრო ნაწილები არ მონაწილეობენ, მაგრამ მონაწილეობს ნახევრად გასამხედროებული ნაწილი ახალგაზრდები, რომლებიც წლების განმავლობაში […]

აქციის მონაწილეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს – შსს

Editor Dali
0
შსს-ს ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე – მაშველებს პროფესიული საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, სახანძრო ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა ჩაუკეტეს გზა და მეხანძრე-მაშველებს არ მისცეს ინციდენტის ადგილზე მისვლის შესაძლებლობა. მოქალაქეები მანქანას ურტყამდნენ ხელებს და სხვადასხვა ნივთებს. “გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, აქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებული […]

 მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში – არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები -სალომე ზურაბიშვილი

Editor Dali
0
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება. როგორც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, “არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს”, რათა გააჩუმოს ქართველები. “მორიგი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც მტკიცედ დგანან თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის”, – წერს პრეზიდენტი X-ზე.

 ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება-ნინო წილოსანი

Editor Dali
0
ეს არის რისთვისაც ყოველდღიურ რეჟიმში გამალებით ემზადებოდნენ – პარლამენტის გადაწვა, არეულობა, სახელმწიფო გადატრიალება… ეს გამოუვიდათ უკრაინაში და მას მერე უკრაინა ომის ცეცხლშია, – წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი და პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის მისამართით პიროტექნიკის გამოყენების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. როგორც წილოსანი აღნიშნავს, აღნიშნული სცენარით მოვლენების განვითარება საქართველოში არ გამოუვათ, „იმიტომ, რომ ეს საქართველოა და საუკუნოვანმა […]

“ქართულმა ოცნებამ” მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას”-გიორგი გახარია

Editor Dali
0
„ქართულმა ოცნებამ“ მოშალა დემოკრატიის საფუძვლები, საბოტაჟი მოუწყო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და უღალატა ჩვენი ხალხის სუვერენულ ნებას, – ასე ეხმაურება  ”გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს. როგორც გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, საერთაშორისო თანამეგობრობამ გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს თავისუფლების პრინციპების დასაცავად და მტკიცედ დაუდგეს ქართველ ხალხს გვერდით. […]

თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა – ალექსანდრე დარახველიძე

Editor Dali
0
შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, აქცია გაცდა შეკრება- მანიფესტაციის ფარგლებს და გახდა ძალადობრივი.  “აქციის მონაწილეები არღვევენ წესებს. პარლამენტისკენ ისროლეს პიროტექნიკა. დააზიანეს სამუშაო ოთახის ფანჯრები, პარლამენტში გაჩნდა ხანძარი რომელიც ლიკვიდირებულია. ცდილობენ ეზოში შეჭრას, დღეს დამწვრობა მიიღო ერთმა სამართალდამცველმა. თუ ასე გაგრძელდა, შსს იძულებული იქნება გამოიყენოს ყველა საშუალება და შეწყვიტოს აქციის მსვლელობა”, – განაცხადა შს მინისტრის […]

მამუკა მდინარაძე: ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ, აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან, რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. „პირველი ექვსი წინადადება, მოსმენილი მეთიუ მილერის განცხადებაზე სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებასთან დაკავშირებით: 1. ტრამპის ინაუგურაციამდე ასწრებენ. 2. აქციას მუხტი მოაკლდა და ეხმარებიან. 3. რა შეგვიჩერეს, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა თუ პირდაპირი ფრენები? 4. […]

სახდეპის პრესსპიკერი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, განცხადებას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ეს მექანიზმი, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა […]

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

ლიეტუვაში საქართველოს ელჩი, სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ის სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „წარვადგენ ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო […]

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “აშშ ევროკავშირთან ერთად წუხს “ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ ქართველების წინააღმდეგ გამოყენებულ გადამეტებულ ძალას, რომლებიც ლეგიტიმურად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ამ ღალატს – ევროკავშირი საყრდენი ძალაა კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა,” – […]

,,ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით”- სალომე ზურაბიშვილი

ჩემთან იქნება სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი საბჭო, ტრანზიციული ძალა ვიქნებით, მაგრამ ახალ არჩევნებამდე მისვლა გვჭირდება, – ამის შესახებ  სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში განაცხადა. “საქართველოს არცერთმა დემოკრატიულმა პარტნიორმა არ აღიარა ეს არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ტექნიკურ მისიას აგზავნიან, რომელიც ახალი არჩევნების მომზადებაში დაგვეხმარება. დღეს [პოლონეთის] პრეზიდენტ დუდას ველაპარაკები და ხვალ ევროკომისიის ახალარჩეულ […]