დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის მოსაზრება, სადაც აღნიშნულია, რომ „ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და მიიღოს ტრამპის პირობები“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის Truth Social-ზე გამოაქვეყნა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებლის, მაიკლ მაკკუნის მოსაზრება, სადაც ნათქვამია, რომ „ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და მიიღოს ტრამპის პირობები“. „ახლა ზელენსკის სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ უკან დაიხიოს და მიიღოს ტრამპის პირობები, მაგრამ აი, გენიალური ნაწილი – ტრამპი რეალურად იცავს უკრაინას აშშ-ის […]

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დროა, საკუთარი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაიწყოთ. შესაძლოა, წარსულიდან მნიშვნელოვან ადამიანს შეხვდეთ ან გაწყვეტილი კავშირები აღადგინოთ. კურო: ზოგი თქვენი წამოწყება ან იდეა ჩიხში აღმოჩნდება ან დასრულდება. ამაზე არ უნდა ინერვიულოთ – ვარსკვლავები სწორ გზას გაჩვენებენ და შეცდომებისგან გიცავენ. თუ კითხვებზე პასუხებს ეძებთ, დღეს ამისთვის არახელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, ვისგანაც მომავალში ბევრს […]

,,ეს ჩემთვის კარგი გეგმა არაა და ეს ნამდვილად არაა გეგმა, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი თანახმაა”- მარკო რუბიო

ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ზოგიერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მას განუცხადა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კიდევ ერთი წელი უნდა გაგრძელდეს. „თუ მოლაპარაკებები არ იქნება, რა არის ალტერნატივა? ომის კიდევ ოთხი წელი? ომის კიდევ სამი წელი? ომი, რომელზეც აშშ და ევროპა გააგრძელებენ მილიარდობით დოლარის დახარჯვას? ეს არის ალტერნატივა?“ – აღნიშნა […]

,,ფაქტობრივად, მათ მუსიკა გამოურთეს და ცეკვას მაინც აგრძელებენ”- ირაკლი გოგავა

ევროპის ლიდერები ვერ ხვდებიან, რომ ამერიკაში, ჩინეთსა და ზოგადად მსოფლიოში შეიცვალა რეალობა. ფაქტობრივად, მათ მუსიკა გამოურთეს და ცეკვას მაინც აგრძელებენ, – განაცხადა გადაცემა „იმედის კვირაში“ პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ რუსეთ-უკრაინის ომსა და და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას. „ასე ჩანს, რომ ისინი ტრამპს დაარტყამენ საქართველოში. საქართველოზეც შეეცდებიან მოიტანონ იერიში იმიტომ, რომ დაამარცხონ ტრამპი, რადგან ერთი იდეოლოგიური პლატფორმაა, […]

კირ სტარმერი: დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ

დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ, – განაცხადა ლონდონში გამართული თავდაცვის სამიტის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა. ინფორმაციას სამიტის სედეგების შესახებ BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ლიდერები ახლო მომავალში კვლავ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რათა „მოქმედებების ტემპი შეინარჩუნონ“ და და საერთო გეგმაზე მუშაობა გააგრძელონ. „დღეს ჩვენ ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ. დღეს ზედმეტი საუბრების დრო არ არის – […]

,,გვჭირდება ლიდერი, რომელიც შეძლებს ჩვენთან ურთიერთობას, რუსებთან მოლაპარაკებას და ამ ომის დასრულებას”- უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ აშშ-ს სჭირდება უკრაინის ლიდერი, რომელიც მზად არის უზრუნველყოს რუსეთთან ხანგრძლივი მშვიდობა, მაგრამ არ არის ნათელი, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ამისათვის. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში მაიკ უოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სურს უზრუნველყოს მუდმივი მშვიდობა მოსკოვსა და კიევს შორის, რომელიც მოიცავს კიევის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს […]

,,ღვთის გულისათვის, მოწყალენი ვიყოთ ერთმანეთის მიმართ, რათა ჩვენც შეგვიწყალოს უფალმა და მოგვიტეოს შეცოდებანი ჩვენნი”- პატრიარქი

მდაბალი ილია II, კათოლიკოს-პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მუხლმოდრეკით გთხოვთ, შენდობას ყველას, ვისაც გაწყენინეთ ნებსით თუ უნებლიედ, ვისი თხოვნაც ვერ გავითვალისწინე, ვისი ტკივილიც ვერ გავითავისე… შემინდეთ და მაპატიეთ ყოველი. შევთხოვ უფალს, მეოხებითა ყოველთა წმიდათა მისთათა, შემინდოს შეცოდებანი ჩემნი და მომმადლოს ძალა ღვთისა და თქვენი ერთგულებისა, – აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ პატრიარქის მიმართვაში. სრულიად საქართველოს […]

,,ზელენსკის შესაძლოა დასჭირდეს თანამდებობის დატოვება, რათა უკრაინამ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას ”- მაიკ ჯონსონი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა დაუშვა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შესაძლოა დასჭირდეს თანამდებობის დატოვება, რათა უკრაინამ მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთთან. „რაღაც უნდა შეიცვალოს. [ზელენსკი] ან გონს უნდა მოვიდეს და დაუბრუნდეს [მოლაპარაკებების] მაგიდას მადლიერებით, ან სხვა ვინმემ უნდა უხელმძღვანელოს ქვეყანას ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა NBC News-სთან ინტერვიუში. მაიკ ჯონსონმა დასძინა, რომ „ეს უკრაინელების გადასაწყვეტია“. „ის, […]

პარლამენტში 3 მარტს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ

მარტს, პარლამენტში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკითხი, პირველი მოსმენით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე გადის. “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” ერთობლივი ინიციატივით ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შედის. ამ მიმართულებით პარლამენტში ორი, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი კანონპროექტია ინიცირებული. პირველი პროექტის გათვალისწინებით, სატელევიზიო და რადიო ორგანიზაციებს “უცხოური ძალისგან” დაფინანსების მიღება ეკრძალებათ. მედიაორგანიზაციები “უცხო […]

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური აშშ-ის ოფიციალურ ენად გამოცხადდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც ინგლისური შეერთებული შტატების ოფიციალურ ენად არის აღიარებული.   დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.   „ჩვენი რესპუბლიკის დაარსებიდან ინგლისური გამოიყენება, როგორც ჩვენი ეროვნული ენა. ჩვენი ერის ისტორიული მმართველობის დოკუმენტები, მათ შორის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და კონსტიტუცია, ინგლისურად არის დაწერილი. ამიტომ, უკვე დიდი ხანია, დადგა დრო, რომ ინგლისური გამოცხადდეს […]

პარლამენტში ხვალ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის“ პროექტს განიხილავენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 3 მარტის სხდომაზე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” პროექტს განიხილავს. განხილვა პირველი მოსმენით გაიმართება. პროექტის ინიციატორთა განცხადებით, მათ მიერ წარდგენილია აშშ-ში მოქმედი FARA-ს პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანია. პროექტის ინიცირებისას პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ქართულენოვანი თარგმანი სამართლებრივ და შინაარსობრივ უზუსტობებს შეიცავს და პროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოები და თანამდებობის პირები ქართულ რეალობასთან შეუსაბამოა. კანონპროექტით ძირითადად […]

თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა

დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, თბილისის გზებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე ინტენსიურად მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკით 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. „როგორც დედაქალაქის ცენტრალურ, ისე შემოერთებულ ტერიტორიებზე უხვი ნალექი მოვიდა, რის გამოც მთელი ქალაქის მასშტაბით, დედაქალაქის მერია გზებს ტექნიკური მარილით ამუშავებს და წმენდს“, – განაცხადა „თბილსერვისის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ თბილისის მერთან საუბარში.