2 მარტს მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს.  ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის სურვილით ხვდება თითოეული ქრისტიანი. ამ დღეს ყველა ტაძარში აღესრულება საგანგებო ღვთისმსახურება, იკითხება შენდობის ლოცვები. ეკლესია ამ დღეს სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა. […]

თბილისის ქუჩებსა და ქალაქის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება

თბილისში მოსული ნალექის გამო, დედაქალაქსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები ინტენსიურად იწმინდება. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ტექნიკური მარილის დაყრა. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. განსაკუთრებით ძლიერი ნალექია გლდანის რაიონში. ასევე, ამაღამ თოვასთან ერთად, მოსალოდნელია ყინვა. „თბილსერვის ჯგუფთან“ ერთად, მობილიზებულნი არიან რაიონული გამგეობებიც. თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის […]

2 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი შესაძლოა, მოულოდნელად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს ტექნიკასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რის გამოც ფინანსების მოძიება დაგჭირდეთ. არ აღელდეთ, გამოუსწორებელი არაფერი მოხდება. კურო დღეს, აქტუალურია პირადი თემები, მოქმედებაზე მეტად, მიზანშეწონილია დასკვნების გამოტანა, წარსული გაკვეთილებიდან გამომდინარე. ტყუპები ნებისმიერი სიახლისა დროს, კარგად აწონ-დაწონეთ რისკფაქტორები, არ არის გამორიცხული, თავი იჩინოს შეფერხებამ, გაუთვალისწინებელი დეტალების გამო. პრობლემების მოგვარებას […]

ქართველ ფიგურულ მოციგურავეთა სპორტული წყვილი მსოფლიოს ჩემპიონია

უნგრეთში ფიგურულ ციგურაობაში იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. თავისუფალ პროგრამაში წყვილმა 121,83 ქულა დაიმსახურა, მოკლე პროგრამაში – 69,18 , ორი პროგრამის შედეგად დაგროვილი 191,01 ქულით კი ოქროს მედალი მოიპოვა. 2024 წელს ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ. ლუკა ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი 2022 წელს […]

ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი: კაია კალასი ამერიკას ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო დავალებათა დესპანი, რიჩარდ გრენელი ევროკავშირის მთავარი დიპლომატის, კაია კალასის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ „თავისუფალ სამყაროს ახალი ლიდერი სჭირდება”. კაია კალასი ამერიკაში ხელისუფლების  შეცვლისკენ მოუწოდებს”, – დაწერა რიჩარდ გრენელმა სოციალურ ქსელში.

გაგრძელდება თუ არა თოვა 2 მარტს საქართველოში – ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

2 მარტს საქართველოში თოვას არ ელოდებიან. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძირითადად ღრუბლიანი, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა შენარჩუნდება კვლავ დაბალი ტემპერატურა. ამინდი ქალაქების მიხედვით: გაგრა +8 – უმეტესად ღრუბლიანი სოხუმი +8 – უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +9 – უმეტესად ღრუბლიანი მესტია 0 – უმეტესად მზიანი  ფოთი +9 – უმეტესად ღრუბლიანი ბათუმი +10 – უმეტესად ღრუბლიანი ოზურგეთი +10 – უმეტესად მზიანი ქუთაისი +8 – უმეტესად ღრუბლიანი […]

ანჯეი დუდა – ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-სთან მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის ინტერესია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, ომი იმგვარად დასრულდეს, რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ვინმეზე თავდასხმა. „ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა დაბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, მშვიდად დაჯდეს მაგიდასთან და შეთანხმდეს გამოსავალზე, რომელიც უკრაინას უფრო უსაფრთხოს გახდის. და ჩვენ, უკრაინის მოკავშირეები, […]

გზებზე შეზღუდვა დაწესდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ყინვა და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ64 (ვერონა-თელავი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა […]

რას ვიზამდი პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას … – რას წერს იაგო ხვიჩია?

Editor Dali
0
პრეზიდენტ ზელენსკის ადგილას ვიტყოდი, რომ მოუთმენლად ველოდები მშვიდობას და პუტინის პასუხს პრეზიდენტ ტრამპის შესანიშნავ ინიციატივაზე, რათა ქვეყანაში არჩევნები ჩავატაროთ, რომ მეც და უკრაინელ ხალხს დასვენების საშუალება მოგვეცეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში თეთრ სახლში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის კომენტირებისას დაწერა. იაგო ხვიჩიამ ჩამოთვალა ის მიზეზები, რისთვის გადაუხდიდა მადლობას დონალდ ტრამპს. „გეტყვით, მე […]

 უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა, საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა, რათა საერთო მიზნები რეალურად გვესმოდეს -ვოლოდიმირ ზელენსკი 

Editor Dali
0
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხისტი დიალოგის მიუხედავად, აშშ და უკრაინა სტრატეგიულ პარტნიორებად რჩებიან. ზელენსკის თქმით, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკის მხარდაჭერა, თუმცა, „საჭიროა გულწრფელი და პირდაპირი მიდგომა,“ რათა საერთო მიზნები რეალურად ესმოდეთ.  „ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერა. მას ომის დასრულება სურს, არავის სურს მშვიდობა ჩვენზე მეტად. ჩვენ ვცხოვრობთ ამ ომში. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი […]

გუდაურში შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა -კლაუს ვალდნერი

Editor Dali
0
გუდაურში  შეჯიბრი კარგად იყო ორგანიზებული და წარმატებით ჩატარდა, – ასე შეაფასა სკი კროსის მსოფლიო თასის შეჯიბრის ხელმძღვანელმა კლაუს ვალდნერმა სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი, რომელიც ორი დღის განმავლობაში გუდაურში მიმდინარეობდა. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით,  ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს” (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) ჩატარდა.   “ორი დღის განმავლობაში მართლაც […]

ტრამპმა გუშინ მკაფიოდ დაანახა ყველას, თუ ვის სურს ომი და ვის – მშვიდობა -კახა კალაძე

Editor Dali
0
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირების შედეგად ნათლად და მკაფიოდ გამოჩნდა, თუ ვინ დგას ომის და ვინ მშვიდობის მხარეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისივე შეფასებით, ომის დასრულება და მშვიდობის შენარჩუნება პრინციპულად მნიშვნელოვანია. „ტრამპმა გუშინ კიდევ ერთხელ მკაფიო ხაზი გაუსვა იმას, […]