ტრამპი ამბობს, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის ტერიტორიები არ მისცა

Admin Tamuna
0
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის ერთადერთი პრეზიდენტია, რომლის მმართველობის დროსაც პუტინის რუსეთს უკრაინის ტერიტორია არ მიუტაცებია. „ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინის მიწა არ მისცა, დონალდ ტრამპია. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური „დემოკრატები“ კრიტიკას დაიწყებენ, ხოლო ფეიქ ნიუსი სიამოვნებით მათ ციტირებას დაიწყებს“, – დაწერა ტრამპმა.

ესტონეთმა ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, ბექა ოდიშარიასა და კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Admin Tamuna
0
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც კიდევ 55 ქართველს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც ესტონეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აკრძალვა შეეხება საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრებს: ლაშა ტალახაძეს, ირაკლი ზარქუას, ვიქტორ სანიკიძეს, გელა სამხარაულის. ესტონეთში შესვლა აეკრძალა აგრეთვე ყოფილ დეპუტატს ბექა ოდიშარიას. გარდა დეპუტატებისა, ესტონეთმა […]

წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს – გია ვოლსკი

Admin Tamuna
0
სიტყვის თავისუფლება ვერანაირად ვერ შეიზღუდება – წლებმა გვიჩვენა, რომ მედიას სრული უფლება აქვს, არათუ გააშუქოს, არამედ ახალი მედიასაშუალებები დააფუძნოს და ნებისმიერ თემაზე, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ილაპარაკოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მედია საკითხის გაშუქებისას არ უნდა ექვემდებარებოდეს კონკრეტულ ამოცანას, რომ […]

ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით – Daily Express

Admin Tamuna
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპრესში“ (Daily Express) რუბრიკით „მოგზაურობა“, დაბეჭდილია სტატია, რომლის სათაურია „ევროპის ყველაზე ნაკლებად ცნობილი ქვეყანა, გასაოცარი ბუნებით და საუკეთესო იაფი ღვინით“ (ავტორი – ადრიან ზორზუთი). გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: დაუსრულებელი ბანკეტები მადისაღმძვრელი საჭმელებით, ბუნება მომაჯადოვებელი პეიზაჟებითა, სასიამოვნო და მაღალხარისხიანი ღვინო, რომლის ერთი ბოკალი სულ რაღაც 2 გირვანქა სტერლინგი ღირს, იუნესკოს სიაში შეტანილი ისტორიული […]

“რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?” -BBC

Editor Dali
0
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: “რამდენი ჯარისკაცია საჭირო უკრაინაში წარმატებული სამშვიდობო ოპერაციისათვის?“, რომელშიც გაანალიზებულია უკრაინაში საერთაშორისო (ნატოს ან გაეროს ეგიდით) სამშვიდობო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა. მასალაში განხილულია აგრეთვე ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც მშვიდობისმყოფელთა განთავსებასთან იქნებიან დაკავშირებულები. გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: როგორც დასავლური პრესა იუწყება, ლონდონმა და პარიზმა შეიმუშავეს ერთობლივი სამშვიდობო გეგმა, რომელიც […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – სინოპტიკოსების პროგნოზი

Admin Tamuna
0
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში ამინდის მკვეთრი გაუარესება მოსალოდნელი არ არის. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განაცხადა, 4 მარტს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს, ხოლო დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +13-+15 გრადუსსაც მიაღწიოს. „დღეს და ხვალ საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექი ფიქსირდება. 4 მარტს დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ […]

თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები -კახა კალაძე

Editor Dali
0
თბილისის მერი კახა კალაძე ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ მომდევნო არჩევნები კანონით დადგენილ ვადაში ჩატარდება. „ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100 %-ით. რამდენიმე თვეში ჩაინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დანიშნავს. თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ, რა შედეგებს […]

ზარალი დაითვლება და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება -ლევან ჟორჟოლიანი

Editor Dali
0
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ზარალის დამთვლელი კომისიები, რომლებიც დაითვლიან დიდთოვლობის გამო თუ რა ოდენობის ზიანი მიადგა ამა თუ იმ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტები მყისიერად დაიწყებენ მუშაობას და დაიწყება დაზარალებული მოსახლეობის დახმარება. „მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაიწყება სამუშაოები, ეს გულისხმობს სახურავების გადახურვას და […]

“ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური კატასტროფა თანამედროვე ისტორიაში”- რას წერს დასავლური პრესა თეთრ სახლში მომხდარ სკანდალზე”

Editor Dali
0
„დასავლური მასმედიის მთავარ თემას, ამ დღეებში, რა თქმა უნდა, თეთრ სახლის ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული შეხვედრა წარმოადგენს, რომელიც მწვავე შეხლა-შემოხლით დასრულდა. რასაკვირველია, ჩაიშალა მინერალებით სარგებლობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი ვიზიტი ვადაზე ადრე დაასრულა და ვაშინგტონიდან გაემგზავრა“, – ნათქვამია ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ (BBC) მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სათაურით „ერთ-ერთი უდიდესი დიპლომატიური […]

უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის, გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს “ენჯეოებმა”, ოპოზიციამ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია-შალვა პაპუაშვილი

Editor Dali
0
უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის – გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, გაგვწირა ოპოზიციამ. ოპოზიციამ და „ენჯეოებმა“ – თავიანთი პოლიტიკური ღვარძლით, თავქარიანობით და უცხოს ჭკუაზე სიარულით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პაპუაშვილი წერს, „მათ არ ესმით, რითი თამაშობენ, რას რისკავენ“. „ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება […]

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს -სახელმწიფო მინისტრის აპარატი

Editor Dali
0
ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს, – ამის შესახებ აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. არჩევნები ვერ გამოხატავს ხალხის ნებას, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. „სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმიანება ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო […]

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

Editor Dali
0
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, რომელიც პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დედის დღეს 8 მარტი, საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე, უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა დედის დღე ცალკე აღინიშნება. საქართველოში დღესასწაულებად გამოცხადდა როგორც “დედის დღე” – 3 მარტი, ისე ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი.