27 მაისის ამინდის პროგნოზი

27 მაისს საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. სინოპტიკოსების ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან კი ძლიერი ნალექი და სეტყვა. სოხუმი – +21 წვიმა ღრუბელი ზუგდიდი – + 27 წვიმა, ღრუბელი მესტია – + 12 ღრუბელი ფოთი – +23 მზიანი ბათუმი – +22 მზე ოზურგეთი – +22 მზე წვიმა ქუთაისი […]

შიო მესამე – თავისუფლება არ უნდა ვაქციოთ მხოლოდ პოლიტიკურ მონაპოვრად და მემკვიდრეობად, ძლიერი სახელმწიფო შენდება მაშინ, როდესაც ხალხს აერთიანებს საერთო ეროვნული მიზნების, სულიერ-ზნეობრივი ღირებულებებისადმი ერთგულება

Editor Dali
0
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. 26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა. ის გამოხატავს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან სწრაფვას და ბრძოლას თავისუფლებისთვის, ქრისტიანული რწმენისა და ეროვნული ფასეულობების დაცვისთვის, – ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პატრიარქის თქმით, […]

ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა

Editor Dali
0
, ბაქო-თბილისის სარკინიგზო ხაზზე 6-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი სამგზავრო რეისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს შესრულდა. რეისს თბილისის ცენტრალურ სადგურზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე დახვდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პირველ მგზავრებს შორის იყო აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი. […]

ირაკლი კობახიძე – დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა

Editor Dali
0
დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უფლის რწმენაზე დაფუძნებული პატრიოტიზმი და […]

ირაკლი კობახიძე – დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს

Editor Dali
0
დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა, და […]

მიხეილ ყაველაშვილი: დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი.

Editor Dali
0
„თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა – დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. დამოუკიდებლობის დღე შეგვახსენებს, რომ ვიყოთ უფრო მტკიცენი, ერთსულოვანნი და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე განვსაზღვროთ როგორი იქნება საქართველოს მომავალი”,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა […]

თვისუფლება გადამდებია – PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

Editor Dali
0
წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, PSP საზოგადოებას ახალი კამპანიით „თავისუფლება გადამდებია” ულოცავს. თავისუფლების წყურვილი არასდროს ჩერდება ერთ ან ორ ადამიანზე, ის ვირუსივით გადამდებია, ოღონდ ეს ვირუსი საშიში კი არა, პირიქით – ერთადერთი კარგი ვირუსია. სხვადასხვა დროში ამ სულისკვეთების განელების უამრავი მცდელობა ყოფილა, თუმცა 26 მაისი სწორედ ის დღეა, რომელიც ამტკიცებს, რომ თავისუფლებას ვერ დაამარცხებ, ის გადამდებია. […]

მიხეილ ყაველაშვილს ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს – „დარწმუნებული ვარ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში უფრო გაძლიერდება და გაფართოვდება“

Editor Dali
0
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მისალოც წერილში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს იხსენებს, ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსივობა და უმაღლეს დონეზე აქტიური დიალოგის არსებობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ყველა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. „ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და […]

მარკო რუბიო – ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს, აშშ ერთგულია პარტნიორობის, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და აყვავებული მომავლისკენ

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტს სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. „ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის გაღრმავებისა და ჩვენი ორივე ერის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით. შეერთებული შტატები უცვლელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მისი საერთაშორისოდ აღიარებული […]

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

Editor Dali
0
26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა. დღეს ის 87  წლის გახდებოდა.  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება. ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო […]

“პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „პუტინი ზღვარზე დგას: რით გამოიხატება ამის აშკარა ნიშნები“ (ავტორი – რობერტ სერვისი, პოლიტიკური მიმომხილველი). მასალაში განხილულია რუსეთის პრეზიდენტი ამჟამინდელი მდგომარეობა და მისი მმართველობის პერსპექტივა. „ვლადიმერ პუტინი თავისი მდგომარეობით რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს მოგვაგონებს“, – ნათქვამია სტატიაში გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით: რუსები წარსულში მიღწეული სამხედრო წარმატებებით […]

“დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა”-The Daily Telegraph

Editor Dali
0
„ნატოს გენერალური მდივანი წინადადებით გამოვიდა, რომ უკრაინას დახმარება ალიანსის წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 0,25%-ით გაუწიოს, მაგრამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს“, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით: „დიდმა ბრიტანეთმა, უკრაინის დასახმარებლად ნატოს დამატებით გეგმას მხარი არ დაუჭირა“ (ავტორი – ჯო ბარნსი). „ეს ფაქტი ნისლიანი ალბიონის ავტორიტეტისათვის დიდ დარტყმას ნიშნავს – […]