თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს.  არსებული ინფორმაციით, მოკლული 80 წლამდე პირია.

 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა გახსნილია და სავარაუდო ბრალდებული  გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში.