ვერძი
დღე ტყუილებთან და ილუზიებთან ასოცირდება. გირჩევთ, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინოთ უცნობი ადამიანების გარემოცვაში. ეს დღე უკიდურესად არახელსაყრელია საქმიანი შეხვედრების, შოპინგის, ქორწინებისა და კომერციული გარიგებებისათვის. ადამიანებთან ურთიერთობაში გამოვლენილი წესიერება და შრომისმოყვარეობა ნდობის მოპოვებაში და ახალი მოკავშირეების პოვნაში დაგეხმარებათ.
კურო
ილუზიებით სავსე დღეა, რომელიც უკიდურესად არახელსაყრელია შოპინგისათვის. თუ ძვირად ღირებული ნივთის შეძენას გეგმავთ, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ფულის დახარჯვა იმაზე, რის გარეშეც მშვენივრად ხართ. დროთა განმავლობაში, ყველა ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ჯერ ამის დრო არაა.
ტყუპები
ვარსკვლავების განლაგება ჯერ ისევ არასახარბიელოა. მოსალოდნელია კონფლიქტები, რაც, სავარაუდოდ, ფარული მტრების ინტრიგებს ან თქვენსავე არასერიოზულობას უკავშირდება. ფრთხილად იყავით - ამ დღეს ემოციების მართვა რთულია.
კირჩხიბი
ძვირად ღირებული ნივთების შეძენისთვის არახელსაყრელი დღეა, განსაკუთრებით, თუ ჯერჯერობით, ფინანსური მდგომარეობა ამის საშუალებას არ გაძლევთ. გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზე არასახარბიელოდ აისახება. ეცადეთ მეტი იძინოთ და ნაკლები ინერვიულოთ.
ლომი
არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს დიდი ხნის მანძილზე დაგროვილ საქმეებთან გამკლავება მოგიწიოთ. უსიამოვნო ამბავი ან საყოფაცხოვრებო საქმეები გელით, რომლებიც გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. ოჯახურ ურთიერთობებში არ არის გამორიცხული დაპირისპირება. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი პრინციპები ნებისმიერ ფასად დაიცვათ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ. საქმე არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ.
ქალწული
ილუზიებისა ტყუილების დღეა. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა სოციალური პრობლემების გადაჭრა და სამართლიანობის მიღწევა. ურთიერთობაში გამოჩენილი წესიერება ადამიანებს თქვენ მიმართ ნდობით განაწყობს. ფრთხილად იყავით უცნობი ადამიანების გარემოცვაში. ეს დღე უკიდურესად არახელსაყრელია საქმიანი ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და გარიგებისთვის. მოერიდეთ გადაღლას - ამან შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგიქმნათ.
სასწორი
მძიმე და პასიური დღეა. უფროსებთან და კოლეგებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ. ეცადეთ, საკუთარი პოზიციები გააძლიეროთ და ინიციატივა და გამძლეობა გამოიჩინოთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან კონტაქტები ხელსაყრელია. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე კამათის კონფლიქტში გადაზრდა აღკვეთოთ.
მორიელი
შესაძლებელია, რომ ამ დღეს ფინანსური სირთულეები შეგექმნათ და მეგობრების დახმარება დაგჭირდეთ. ნუ შეშინდებით, ეს დროებითი სირთულეებია. ამ დღეს მთავარია სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება და ოჯახის დაცვა ცდუნებისა და უსიამოვნო სიურპრიზებისგან. მომდევნო კვირა ფინანსურ წარმატებას და ემოციურ აღმავლობას გპირდებათ.
მშვილდოსანი
მოემზადეთ პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებისთვის - შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირდეთ.
თხის რქა
ეს დღე უკიდურესად არახელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის, შესყიდვებისთვის, ქორწინებისა და გარიგებისთვის. ამ დღის უარყოფითმა ტენდენციებმა შეიძლება, სერიოზულად იმოქმედოს პარტნიორის შესახებ თქვენს წარმოდგენაზე.
მერწყული
წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ცვლილებებსა და გარდაქმნებს განასახიერებს. ამ დღის ნეგატიური ტენდენციების გადალახვას მხოლოდ სულიერად განვითარებული მერწყული შეძლებს. ფრთხილად იყავით - უცხო ადამიანების მხრიდან მოსალოდნელია აგრესია.
თევზები
რთული და პასიური დღეა, რომელიც არახელსაყრელია ქორწინების, ბავშვის ჩასახვის, უძრავი ქონების ყიდვის ან გაყიდვისთვის. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. გირჩევთ, უარი თქვათ ნებისმიერ აქტიურობაზე და საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. პატარა ოჯახური შეკრება შვებას მოგგვრით.
