ირაკლი კობახიძე – საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის

Editor Dali
0
საქართველოში კომპანია “ტეზერის” შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის – ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ ინვესტორების ნდობა თანდათან იზრდება, საქართველო სანდო და საიმედო პარტნიორია საერთაშორისო კომპანიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Tether-ის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში […]

მარკო რუბიო – ირანთან ან კარგი შეთანხმება გვექნება, ან სხვაგვარად მოგვიწევს მასთან გამკლავება

Editor Dali
0
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ აშშ-ს ან ექნება კარგი შეთანხმება ირანთან, ან თეირანთან „სხვაგვარად” მოუწევთ გამკლავება. მისივე თქმით, ირანთან დაკავშრებით შესაძლო ალტერნატივების შესწავლამდე აშშ დიპლომატიას წარმატების ყველა შანსს მისცემს. ამასთან, სახელმწიფო მდივანმა ინდოეთში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ირანთან აშშ-ისთვის არახელსაყრელ შეთანხმებას არ დადებს. „ჯერ კიდევ მიმდინარეობს მუშაობა. როგორც ვთქვი, […]

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით თქვენს შეხედულებებს იზიარებს! ასე რომ, საკუთარ აზრს ამაოდ უმალავდით. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება მოვალეობების წარმატებით შესრულებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, სამსახურში ძალიან არ გადაიღალოთ და თუ შესაძლებელია, სახლში ადრე წადით. არსებობს რისკი, რომ რომელიმე პროექტში დიდი ფული ჩადოთ, მაგრამ ამ ინვესტიციიდან მატერიალური ამონაგები თითქმის ვერ მიიღოთ. სამაგიეროდ, ეს […]

ჯანდაცვის მინისტრი ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის პრაქტიკას გაეცნო – შვეიცარიაში დიუშენის დისტროფიის მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებს ითვალისწინებს, რაც საქართველოშია

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ბავშვთა ნეიროკუნთოვანი დაავადებების რეფერალურ ცენტრში იმყოფებოდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ცენტრის ხელმძღვანელს, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს, დოქტორ ჟოელ ფლუსს შეხვდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრის მთავარ თემას იშვიათი ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა. მათ შორის, საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. „ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციისა და გვერდითი […]

23 მაისის ამინდის პროგნოზი

  დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  აღმოსავლეთის  ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +9, +14°, დღისით +23, +28°; მთაში ღამით +7, +12°, დღისით +22, +27°; მაღალმთაში ღამით +1, +6°, დღისით +18, +23°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში ხანმოკლე […]

თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება

Editor Dali
0
ZEG Storytelling Festival წელს 19-21 ივნისს, უკვე მეექვსედ თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ბრუნდება და აერთიანებს ამბების მთხრობელებს, მოაზროვნეებსა და შემოქმედებს სხვადასხვა სფეროდან და კონტინენტიდან. ZEG, როგორც ყოველთვის, ამჟამადაც სივრცეს დაუთმობს, როგორც კომპლექსური თემების განხილვას, ისე საინსპირაციო აქტივობებს და მოიცავს პანელურ დისკუსიებს, პერფორმანსებს, ვორქშოპებს, ფილმების ჩვენებებს, საფეხმავლო ტურებსა და სხვა საინტერესო და მიმზიდველ ფორმატებს. ფესტივალი შექმნილია მათთვის, […]

არ შეიძლება თევზაობა ქვირითობის დროს… არ შეიძლება!- 22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა! -სანდრო ელოშვილი

Editor Dali
0
“ირაკლი სოლომანაშვილს ერთი ასეთი პიესა აქვს აფხაზეთის ომზე, “ქვირითობა” ჰქვია… სახელი ამბავთან იმ კავშირშია, რომ არ შეიძლება ქვირითობის დროს თევზის დაჭერა, რადგანაც ამ შემთხვევაში ჩვენ მარტო ერთ თევზს კი არა, მის გამრავლებასაც ვუშლით ხელს… ქვირითობის პერიოდი ჰქონდა 90 წლებში საჯიშე ბიჭებს და საჯიშე გოგონებს, თითით საჩვენებელი სილამაზის და სიკეთის მქონე ახალგაზრდებს… და ასეთი იყო ლევან […]

სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

Editor Dali
0
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 […]

შეხვედრა ახალგაზრდებთან ადიგენში საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით

Editor Dali
0
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. მორიგი შეხვედრები ადიგენში გაიმართა და ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.   გიორგი კალანდარიშვილი ახალგაზრდებს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების კუთხით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში მათ ჩართულობასა და როლზე ესაუბრა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა არჩევნების ისტორია, საარჩევნო უფლება, საარჩევნო […]

“პსპ ფარმა” თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის

Editor Dali
0
“პსპ ფარმასა” და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომლებიც თბილისის მერიას ან საკრებულოს მედიაკმენტების დაფინანსებით მიმართავენ, PSP-ს სააფთიქო ქსელში კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიიღებენ მედიკამენტებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბექა მიქაუტაძემ და ფარმაცევტული […]

ნიკოლ ფაშინიანი – სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები არ არის დამოკიდებული მესამე მხარეზე, ურთიერთობა არის სტრატეგიული, ძმური და ასე გაგრძელდება მომავალშიც

Editor Dali
0
სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მესამე მხარეზე დამოკიდებული არ არის და მომავალშიც სტრატეგიულ, ძმურ ხასიათს შეინარჩუნებს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეს განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, სადაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის სიტყვებს, რომ „ევროკავშირი ვერ შეძლებს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობებზე გავლენის მოხდენას”. ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ საქართველო […]

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 46 მოქალაქე დააკავეს

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია 46 უცხოელი არალეგალი, მათ შორის – იემენის, პაკისტანის, ინდოეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, სუდანის, ნიგერიის, რუსეთის, ბელარუსის და ეგვიპტის  მოქალაქეები. „სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები, რაც მიზნად […]