11 ოქტომბერს ქუთაისში მზიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

ოზურგეთშიც მზეა მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ფოთში. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

მესტიაშიც მზეა და +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ლენტეხშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.

ამბროლაურში მზეა მოსალოდნელი, +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა
+4 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ახალქალაქშიც წვიმაა. დღისით ჰაერის ტემპერატურა +14 გრადუსი, ხოლო ღამით +3 გრადუსი იქნება.

+21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. მზეს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.

გორში იწვიმებს. +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

მზეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უნალექო დღე.

ლაგოდეხში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც იწვიმებს, დღის განმავლობაში +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

რუსთავში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.