გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში: საჯარო სერვისის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების 12 უწყებას გადაეცა, მათ ეს დაიმსახურეს

საქართველო არის ხიდი ევროპასა და აზიას შორის, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, – განაცხადა „იმედის კვირასთან“ ექსკულიზიურ ინტერვიუში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ჯუნჰუა ლიმ. მისივე თქმით, თბილისში საჯარო სერვისების ფორუმი უნაკლოდ იყო ორგანიზებული. „საქართველომ ჩვენი გული დაიპყრო. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო უდიდესი მადლიერება ქართველი ერისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ყველა მონაწილეს, მათ […]

29 ივნისის ამინდის პროგნოზი

დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან  ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:  დაბლობში ღამით +14, +19°,  დღისით +23, +28°; მთაში ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალ მთაში ღამით +5, +10°, დღისით +19, +24°. აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება.  დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.   დასავლეთის ქარი […]

,,არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ”- კათოლიკოს-პატრიარქი ნონა გაფრინდაშვილს იუბილეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ნონა გაფრინდაშვილს 85 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც პატრიარქის მილოცვაშია აღნიშნული, ნონა გაფრინდაშვილის სახელი დიდი ხანია, გასცდა სპორტის ფარგლებს და საქართველოს ღირსების, ნიჭის, ინტელექტისა და შეუპოვრობის სიმბოლოს წარმოადგენს. „არიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ერის ისტორიაში ეპოქალური პიროვნების სახელს იმკვიდრებენ. სწორედ ასეთი გამორჩეული და საამაყო ადამიანი გახლავთ ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი. […]

,,რამდენიმე კვირაში თანამდებობას დავტოვებ და სერბეთში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

  სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში თანამდებობიდან გადადგება და ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. „მე მხოლოდ რამდენიმე კვირა ვიქნები პრეზიდენტი და შემდეგ თანამდებობიდან გადავდგები“, – განაცხადა ვუჩიჩმა ბელგრადში, ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. ალექსანდრ ვუჩიჩის საპრეზიდენტო ვადა 2027 წლის შუა პერიოდში იწურებოდა. ცნობისთვის, 2024 წლის დეკემბრიდან სერბეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მას […]

გიორგი პატარიძე – ორშაბათს ექიმი მოინახულებს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას და შემდეგ უკვე დაიგეგმება მკურნალობის ტაქტიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის განმარტებით, მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას ციხეში ორშაბათს ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს, რის შემდეგაც, გადაწყდება ხოშტარიას მკურნალობის შემდგომი ნაბიჯები. “პირველ რიგში, დიდი მადლობა მაკა იოსელიანს, ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდადებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს, ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ […]

28 ივნისის ამინდის პროგნოზი

27 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +27 და ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ბათუმში მცირე ნალექია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. დღისით […]

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

თიბისის მობაილბანკში წლის ყველაზე საინტერესო თავგადასავალი იწყება. სულ მალე, ,,საგანძურის მარათონის” მონაწილეები საგვარეულოებად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს და პრიზების მოსაგებად, საერთო მიზნისთვის გაერთიანდებიან. ,,საგანძურის მარათონი’’ საინტერესო ისტორიას ეფუძნება, სადაც მოთამაშეები ოთხ დიდ საგვარეულოდ განაწილდებიან და სამეფოში გაბნეული საგანძურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. თამაშში გუნდურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს – სწორედ საერთო ძალისხმევა გადაწყვეტს ფინალისტების ვინაობას. გუნდებში მოთამაშეების გასანაწილებლად, მომხმარებლები სპეციალურად მარათონისთვის […]

“ოპოზიციის ალიანსი” ელენე ხოშტარიას სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

Editor Dali
0
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზაა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა კომპლექსური კვლევების, დიაგნოზის დადასტურებისა და სისტემური მკურნალობისთვის, – ამის შესახებ განცხადებას „ოპოზიციის ალიანსი” ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პენიტენციური სისტემის თითოეულ წარმომადგენელს, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე, უნდა ესმოდეს, რომ საჭირო მკურნალობაზე უარის თქმა სისხლის სამართლის დანაშაულია. „ელენე ხოშტარია უკვე მეათე თვეა, ივანიშვილის რეჟიმის […]

მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინებით ამცნეს, რომ ბერლემონის შენობის პირველიდან მე-7 სართულამდე გაგრილება დღის ბოლომდე შეწყდებოდა. ევროკომისიის სათაო ოფისში ჰაერის გაგრილების სისტემა შერჩევითად გამორთეს. ბერლემონის შენობაში მომუშავე პერსონალმა შუადღისას მიიღო მოკლე ტექსტური შეტყობინება: “ბერლემონი-სასწრაფო – ექსტრემალური ამინდის პირობების გამო, იძულებულნი ვართ დღის ბოლომდე გამოვრთოთ ჰაერის გაგრილების სისტემა 1-დან მე-7 სართულამდე”. 13-სართულიან შენობაში განთავსებულია კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, მისი 26 კომისრისა და დაახლოებით 3,000 თანამშრომლის ოფისები. ფონ დერ ლაიენი მე-13 სართულზე მუშაობს, ხოლო მისი კომისრების ოფისების უმეტესობა მე-8 ან უფრო მაღალ სართულებზეა განლაგებული. მაღალი ტემპერატურის გამო, კომისიამ თანამშრომლებისთვის რეკომენდაციები კვირის დასაწყისში გამოსცა. თუმცა, რჩევებმა გააღიზიანა კომისიის ზოგიერთი თანამშრომელი, რომლებიც კონდიცირების არმქონე სართულებზე მუშაობენ, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების გენერალურ დირექტორატში, რასაც მოწმობს POLITICO-ს მიერ მოპოვებული შიდა მიმოწერები. “ეს ფეოდალიზმს ჰგავს” – განუცხადა POLITICO-ს კომისიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც ბერლემონის ქვედა სართულზე მუშაობს. იგი გულისხმობდა იმ ფაქტს, რომ ზედა სართულებზე, სადაც კომისრები არიან, კონდიცირება ჩართულია და ქვედა სართულებზე არა. კომისიის თანამშრომლების განცხადებით, ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება “სირცხვილია”. ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მე-8 სართულზე მუშაობს, POLITICO-სთან განაცხადა, რომ მაშინაც კი, როდესაც კონდიციონერი ჩართულია, ტემპერატურა +25.7 გრადუსს შეადგენდა. სიცხემ კვლავ გაააქტიურა დისკუსია ევროპაში, სახლებსა და ოფისებში კონდიცირების სისტემების ნაკლებობის შესახებ. კონტინენტზე, ოჯახების მხოლოდ ერთ მეხუთედს აქვს კონდიციონერი. ბელგიაში მატარებლების მეხუთედი კონდიცირების გარეშეა, რის გამოც ეროვნულმა სარკინიგზო კომპანიამ პიკის საათებში მრავალი რეისი გააუქმა. ევროპარლამენტიც შეფერხებებს წააწყდა ამ კვირაში – გაგრილების სისტემის მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობის გამო, ელექტროენერგიის მოხმარება მკვეთრად გაიზარდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

Editor Dali
0
მაღალი სიცხის გამო ევროკომისიის შტაბ-ბინაში კონდიცირების სისტემა გადაიტვირთა და გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თანამშრომლებს ტექსტური შეტყობინებით ამცნეს, რომ ბერლემონის შენობის პირველიდან მე-7 სართულამდე გაგრილება დღის ბოლომდე შეწყდებოდა. გამოცემის ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ევროკომისრების ოფისები მე-8 სართულიდან ზემოთ მდებარეობს, სადაც კონდიციონერი კვლავ მუშაობდა. მათ შორის, შტაბ-ბინის მე-13 სართულზე ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა […]

“ოცნების” შექმნილი დეკორაცია, რომ თითქოს სიძულვილის ენას და ძალადობას ებრძვიან, სრულად და ბოლომდე ჩამოინგრა”-ბერდია სიჭინავა

Editor Dali
0
პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენას ეხმაურება. სიჭინავას განცხადებით, გუშინდელმა მოვლენებმა საბოლოოდ დაანგრია მმართველი გუნდის მიერ შექმნილი ილუზია, თითქოს ისინი სიძულვილის ენასა და ძალადობას ებრძვიან. მისი თქმით, „ქართული ოცნება” განსხვავებულ აზრს საკანონმდებლო რეპრესიებითა და ფიზიკური აგრესიით უპირისპირდება, რადგან ოპონენტებთან ინტელექტუალური პაექრობის რესურსი აღარ გააჩნია. […]

საპატრულო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

Editor Dali
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს.   სამართალდამცველებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.   გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე და 362-ე […]

 “პოლონეთის ოპოზიცია უკრაინასთან უთანხმოებას აღრმავებს: იაროსლავ კაჩინსკი მთავრობას უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესის დაბლოკვისაკენ მოუწოდებს”-Financial Times

Editor Dali
0
 “პოლონეთის ოპოზიცია უკრაინასთან უთანხმოებას აღრმავებს: იაროსლავ კაჩინსკი მთავრობას უკრაინის ევროკავშირში მიღების პროცესის დაბლოკვისაკენ მოუწოდებს” – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 26 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორი რაფაელ მინდერი პოლონურ პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებს იხილავს და შექმნილ სიტუაციას უკრაინისთვის ნეგატიურად მიიჩნევს. გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით: პოლონეთის მემარჯვენე ოპოზიციის ლიდერმა ვარშავა-კიევის დაძაბული ურთიერთობა […]